Робота для біженців з України
ჩანგლიანი დამტვირთველის მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჩანგლიანი დამტვირთველის მძღოლი
მომწოდებელი: ჯი თი გრუპი
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
კომპანია "ჯი თი გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ჩანგლიანი დამტვირთველის მძღოლის პოზიციაზე.

"ჯი-თი გრუპ"-ი ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს სატვირთო, სამშენებლო, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების საერთაშორისო ბრენდებს, როგორიც არის: Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu, Castrol და სხვა.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი # 216;
სამუშაო განაკვეთი: 10:00 სთ - დან 18:00 სთ-მდე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება;
** აუცილებელია რელევანტურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

ძირითადი მოვალეობები:

** ჩანგლიანი დამტვირთველის საშუალებით პროდუქციის დასაწყობება.
** საწყობში შემოსული და გასული პროდუქციის გადაზიდვა/დატვირთვა;

პიროვნული მახასიათებლები:

** ავტოჩამტვირთავთან (ჩანგლიანი) მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია მართვის მოწმობა S კატეგორია;
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@gtgroup.ge ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ საკონტაქტო ნომერზე: 599885824.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე