დასახელება:
სტაჟირება ფინანსურ დეპარტამენტში
|
მომწოდებელი:
ჯი თი გრუპი
|
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
|
კომპანია "ჯი-თი გრუპ"-ი აცხადებს სტაჟირებას ფინანსურ დეპარტამენტში.
"ჯი-თი გრუპი" ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო სატვირთო ავტომობილების, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების ბრენდებს: Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu, Castrol და სხვა.
კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: Http://www.gtgroup.ge
სამუშაო ადგილი: დავით აღმაშენებლის ხეივანი # 216;
სტაჟირების ვადა: 6 თვე;
სამუშაო დრო: მოქნილი
ანაზღაურება: 600 ლარი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (ეკონომიკის,
ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე;
** სასურველია MS Office-ის ცოდნა;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პირველადი დოკუმენტაციის დახარისხება, სისწორის კონტროლი;
** რეალიზაციებთან დაკავშირებული ბუღალტრული გატარებების შესრულება;
** საჭიროების შემთხვევაში საქმიანობასთან დაკავშირებული დამატებითი დავალებების შესრულება;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** დროის მენეჯმენტის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@gtgroup.ge და ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ჯი-თი გრუპ"-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში."
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|