Робота для біженців з України
მთავარი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: ჯი თი გრუპი
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
კომპანია "ჯი-თი გრუპ"-ი აცხადებს ვაკანსიას - მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

"ჯი-თი გრუპ"-ი ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო სატვირთო ავტომობილების, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების ბრენდებს: Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu, Castrol და სხვა.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ გვერდს: https://www.gtgroup.ge

სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი #216;
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 სთ;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - ფინანსების მიმართულებით
** მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტებისა და საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა - B2 დონე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა Microsoft Office (Outlook, Excel; Word, PowerPoint);
** სასურველია Oris Manager-ში მუშაობის გამოცდილება;

ძირითადი მოვალეობები:

** ფინანსური მონაცემების ანალიზი;
** ძირითადი გადარიცხვების კონტროლი და მიმდინარე ფინანსური ტრანზაქციების ავტორიზება;
** ანგარიშების ბალახისა და საბანკო ამონაწერის შედარება, თვის შემაჯამებელი პროცედურების მომზადება;
** ფინანსური ანგარიშების მომზადება (თვე, კვარტალი, წელი)
** საგადასახადო ანგარიშების რეპორტის მომზადება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
** ფინანსური აუდიტისა და საგადასახადო დეკლარაციების მომზადება;
** გარე აუდიტის მასალების და ფინანსური რეპორტის მომზადება;
** საბუღალტრო პროცედურების შემუშავება კომპანიის სპეციფიკის შესაბამისად;
** დებიტორული ანგარიშების, შემოსავლების განაწილება, ცვეთა, ხარჯი, ქონება, საოპერაციო ხარჯების და სადაზღვევო ჩანაწერების წარმოება;
** საერთო ოპერაციების შედეგების რეგულარული და სისტემური შეფასება, რეპორტის მომზადება;
** საჭიროების შემთხვევაში ფინანსური ანალიზისა და რეპორტის მომზადება;
** გადასახადების დაანგარიშების უზრუნველყოფა;
** დაქვემდებარებული პერსონალის მართვა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@gtgroup.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

"გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ჯი-თი გრუპ"-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში."
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე