Робота для біженців з України
1C ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: 1C ოპერატორი
მომწოდებელი: ქართული რძის პროდუქტები
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
შპს "ქართული რძის პროდუქტები" აცხადებს ვაკანსიას 1С ოპერატორის პოზიციაზე ქ. თბილისში, ქვემო ფონიჭალა, მარნეულის ქუჩა #43.

ჩვენი კომპანია უკვე 10 წელზე მეტია რაც აწარმოებს რძის პროდუქტებს და ახდენს მათ რეალიზებას მთელ საქართველოში.

შპს "ქართული რძის პროდუქტები"-ს ქარხანა მდებარეობს მარნეულის ქ. №43, ქვემო ფონიჭალა, ქ. თბილისი. http://rdzisame.ge/ka

ძირითადი მოვალეობები:

** მიღებული შეკვეთის პროგრამაში ასახვა, რეალიზაციის გაფორმება და შესაბამისი დოკუმენტირება;
** ზედნადებების ატვირთვა;
** კონტრაგენტების შექმნა;
** პროგრამულად მარაგების გადაადგილების ასახვა, სადისტრიბუციო ზედნადებების კონტროლი;
** პროგრამაში მუშაობა სხვადასხვა რეპორტებზე;
** დებიტორული დავალიანებების აღრიცხვა/კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** 1С პროგრამის ოპერატორად მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება (სასურველია)
** საოფისე პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა)
** შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ პროგრამაში (RS-ზე) მუშაობა (სასურველია)

სამუშაოსთვის საჭირო კომპეტენციები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

სამუშაო განრიგი:

სამუშაო დღეები: კვირაში 6 დღე, 14:00 - 21:00
ანაზღაურება სტაჟირების პერიოდში: 500ლ
სტაჟირების დასრულების შემდგომ: 1300ლ

კომპანია გთავაზობთ:

** ერთჯერადად დღიურ კვებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

თუ გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@rdzisame.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, ან დაგვიკავშირდით ნომერზე
577 39 78 98

გახდით სიკეთით სავსე გუნდის წევრი!
გისურვებთ წარმატებებს!

პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "ქართული რძის პროდუქტების" მიერ (ს/კ:245444764), რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება მხოლოდ კონკრეტულ პოზიციაზე პირის დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე. კომპანია არ ინახავს იმ კანდიდატთა მონაცემებს, რომელთა დასაქმებაც არ მომხდარა კომპანიის მიერ.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, რომელიც თავად მიაწოდა კომპანიას და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გაცნობა, ასლის მიღება, გასწორება, განახლება, შევსება, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, განადგურება, დაბლოკვა, მონაცემთა გადატანა. ამისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ ელ. ფოსტაზე: info@rdzisame.ge

ვაკანსიაზე მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გარდა კანდიდატის მხრიდან სხვა ისეთი დოკუმენტის/ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, რომელიც შეიცავს პირის პერსონალურ მონაცემებს ან/და განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს და არ არის აუცილებელი კომპანიის მიერ დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, კომპანია გაცნობებთ, რომ ასეთი მონაცემი ავტომატურად განადგურდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე