დასახელება:
მზარეული
|
მომწოდებელი:
მეღვინეობა ხარება
|
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
|
შპს "მეღვინეობა ხარება" აცხადებს ვაკანსიას თერჯოლის მარნის სამზარეულოს მზარეულის თანაშემწის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი - თერჯოლა
სამუშაო გრაფიკი - სრული;
ანაზღაურება - 600 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის თანამშრომლებისთვის სადილის მომზადება;
** სამუშაო ადგილზე სათანადო უსაფრთხოების და ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** საკვების სანიტარული სისტემის სტანდარტებთან შესაბამისობაზე მუდმივი ზრუნვა;
** პროდუქციის შენახვის პირობების დაცვა;
** პროდუქტის საჭიროებაზე განაცხადის დროულად გაკეთება;
** შესყიდვის დროს პროდუქტის ხარისხის კონტროლი.
ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პროფესიული განათლება სასმელების და კვების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ-ფოსტაზე: m.khvadagiani@winerykhareba.com და vacancy@winerykhareba.com. სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.
|
|
|
|