Робота для біженців з України
სექციური ავტომტვირთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სექციური ავტომტვირთავი
მომწოდებელი: რითეილ ლოგისტიკა
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
ლოგისტიკური კომპანია შპს "რითეილ ლოგისტიკა" წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის მწარმოებლების წამყვან ბრენდებს. კომპანია 2006 წლიდან, უზრუნველყოფს საერთაშორისო ბრენდების, Danon-ის, Sadia-სა და ასევე საკუთარი ბრენდის, Supremo-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

ლოგისტიკური კომპანია შპს "რითეილ ლოგისტიკა" აცხადებს ვაკანსიას სექციური ავტომტვირთავის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ორხევი, თენგიზ ჩანტლაძის #40;
ანაზღაურება: 1500 ლარი;
სამუშაო გრაფიკი: 16:00-01:00 (ღამის გრაფიკი)

ძირითადი მოვალეობები:

** ავტომტვირთავის მართვა საქონლის დატვირთვის/ჩამოტვირთვის/გადაადგილების მიზნით;
** პალეტებზე განთავსებული საქონლის სატვირთო ავტომანქანიდან ჩამოტვირთვა და საწყობის ტერიტორიაზე, განსაზღვრულ ადგილას განთავსება, ავტომტვირთავის მეშვეობით;
** საწყობის ტერიტორიაზე, საქონლით დატვირთული პალეტების გადაადგილება და განსაზღვრულ ადგილზე განთავსება;
** ამგროვებელთა ჯგუფისთვის, ინსტრუქციის შესაბამისად, პროდუქციის მარაგების საჭიროებისამებრ შევსება;
** ტვირთამწის ტექნიკური გამართულობის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია, სექციური, იგივე გვერდულა ავტომტვირთავთან მუშაობის გამოცდილება;
** მართვის მოწმობა (B კატეგორია).

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დისციპლინირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 34 93 30 / 577 30 59 11 ან გამოგვიგზავნეთ რეზიუმე: Hr@gfs.ge. გთხოვთ, "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "სექციური ავტომტვირთავი"

კომპანია შპს რითეილლ ლოგისტიკა, თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ", საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები, კომპანია შპს "რითეილ ლოგისტიკის" მხრიდან, დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე