Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: მეგალაინი
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
სავაჭრო და ბიზნესცენტრი ცენტრი "მეგალაინი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშო ადგილი: თბილისი, დიდუბე, რ.აგლაძის 15
სამუშაო საათები: სრული განაკვეთი - 10:00სთ - 19:00 სთ-მდე, თვეში 1 შაბათი-კვირა 10:00სთ - 14:00 სთ-მდე
ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით

ფუნქცია-მოვალეობები:

** უძრავი ქონების ბაზრის კვლევა;
** მომხმარებლის მოთხოვნების ანალიზი;
** მომხმარებლის სამიზნე ჯგუფის განსაზღვრა და მათზე პოზიციონირება;
** პარტნიორ კომპანიებთან ურთიერთობა და მოლაპარაკებების წარმოება;
** კომერციული, საოფისე და სარეკლამო ფართების გაქირავება;
** ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტის მომზადება;

კვალიფიკაცია:

** გამოცდილება უძრავი ქონების ბაზარზე ჩაითვლება უპირატესობად.
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა,
** პრეზენტაბელურობა,
** გუნდურობა,
** პუნქტუალურობა

თქვენ დაგხვდებათ მეგობრული გუნდი და განვითარების პერსპექტივა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV და ფოტოსურათი ელექტრონულ მისამართზე: office@megaline.ge და "subject line"-ში მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე