Робота для біженців з України
შესყიდვების ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების ადმინისტრატორი
მომწოდებელი: გრავიტა
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
სამშენებლო კომპანია "გრავიტას" საქმიანობა კომერციული, სახელმწიფო და საზოგადოებრივი არქიტექტურის ყველა ასპექტს მოიცავს. დამკვეთებს ვთავაზობთ საოფისე, საცხოვრებელი თუ ინფრასტრუქტურული ობიექტების დაპროექტებას, დიზაინისა და მშენებლობის სრულ სერვისს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს: https://gravita.ge/

სამშენებლო კომპანია "გრავიტა" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების ადმინისტრატორის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
სამუშო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)
სამუშაო საათები: 09:30 - 18:30

ფუნქცია-მოვალეობები:

** შესყიდვების დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ შესყიდვებზე კონტრაქტების და მჩ აქტების მომზადება./ვიზირებაზე გაშვება.
** დოკუმენტების სისტემაში ატვირთვა ელექტრონულ ხელმოწერაზე.
** ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით მოთხოვნილი მჩ-ების გაფორმება.
** საჭიროების შემთხვევაში კონტრაქტორებთან კომუნიკაცია დოკუმენტების კორექტირებების მიზნით.
** გაფორმებული დოკუმენტების მიხედვით გადარიცხვების მოთხოვნის ინიციირება.
** შესყიდვების მიერ საიჯარო მომსახურებების შესყიდვების აღრიცხვა,
** ტაბელების მიხედვით საიჯარო მომსახურებების ყოველდღიური მონიტორინგი და ფინანსური ასახვა აღრიცხვის სისტემაში.
** გაფორმებული დოკუმენტების აღრიცხვა, ვადების კონტროლი და განახლებების ინიციირება.
** გაფორმებული დოკუმენტების სერვერზე განთავსება (შესყიდვების საქაღალდეში)
** ბოლტის აპლიკაციის, კორპორაციული მომსახურების პროცესის მართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** MS OFFICE- ის მაღალ დონეზე ფლობა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** RS.GE-ზე მუშაობის გამოცდილება

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: career@gravita.ge

გაცნობებთ, რომ გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "გრავიტას" მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე