Робота для біженців з України
ოპერაციების კონტროლის/ცენტრალიზებული აღრიცხვის ექსპერტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოპერაციების კონტროლის/ცენტრალიზებული აღრიცხვის ექსპერტი
მომწოდებელი: ჯიპიაი ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას ოპერაციების კონტროლისა და ცენტრალიზებული აღრიცხვის ექსპერტის პოზიციაზე.

სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. "ჯიპიაი ჰოლდინგი" გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

ძირითადი ფუნქციები:

** აღრიცხვაში IFRS ახალი მოთხოვნების დანერგვა და ახალი დავალებების ფორმირებაში მონაწილეობა;
** აღრიცხვის ოპტიმიზაცია, ხარვეზების აღმოჩენა საოპერაციოს რისკის კუთხით. მათი გამოსწორების გეგმის შემუშავება;
** აღრიცხვის ახალი სტანდარტების გაწერა, არსებულ სტანდარტებში ცვლილებების განხორციელება;
** შიდა პროგრამაში აღრიცხვის ოპტიმიზაცია, ხარვეზების გამოსწორებაში ჩართულობა, შემოსული ბიზნეს მოთხოვნების პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა ბიზნეს უწყვეტობისთვის;
** ახალი პროექტების განხორციელება აღრიცხვის მიმართულებაში;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები:

** სრული უმაღლესი განათლება;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (აუცილებელია MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა);
** სასურველია ინგლისური ენის ფლობა;
** ანალიტიკური და კრეატიული აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge

გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას სათაურის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ოპერაციების კონტროლისა და ცენტრალიზებული აღრიცხვის ექსპერტი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

რეზიუმეების მოწოდების ბოლო ვადაა 2024 წლის 30 სექტემბერი.

"ჯიპიაი ჰოლდინგი" გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, დისტანციურ ან ნაწილობრივ დისტანციურ - მოქნილ სამუშაო გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს უსაფრთხოებასა და კომფორტზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე