Робота для біженців з України
ობიექტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ობიექტის მენეჯერი
მომწოდებელი: ჰიგიენ სერვისი
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 11 ოქტომბერი
შპს "ჰიგიენ სერვისი" წარმოადგენს დასუფთავების სფეროში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ კომპანიას, რომელიც 2015 წლიდან უწევს დასუფთავების მომსახურებას სხვადასხვა მსხვილ ბიზნეს ოპერატორებს.

შპს "ჰიგიენ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას ობიექტის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი (აეროპორტი, საბურთალო, ვაკე);
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული (მცოცავი გრაფიკი)
ბენეფიტი: უფასო ჯანმრთელობის დაზღვევა + უფასო სასაუბრო დრო

ძირითადი მოვალეობა:

** დასუფთავების სპეციალისტების გუნდის მართვა;
** დასუფთავების სპეციალისტებზე საქმის გადანაწილება;
** თანამშრომელთა დასწრების აღრიცხვა;
** სახარჯი მარაგების კონტროლი;
** სახარჯი მარაგების შეკვეთის განხორციელება;
** სამუშაო დროის ტაბელის წარმოება;
** ადმინისტრაციული დოკუმენტების ორგანიზება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გუნდის მართვის გამოცდილება;
** სასურველია დასუფთავების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია საოფისე პროგრამების ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** პრიორიტეტების სწორად გადანაწილების უნარი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, 2024 წლის 11 ოქტომბრამდე რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელმისამართზე: hr@hs.ge. დანიშნულების ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე