Робота для біженців з України
პროექტის ადმინისტრაციული ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტის ადმინისტრაციული ასისტენტი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 27 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.

ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

"თეგეტაში" ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, "თეგეტა მოტორსის" გუნდში პროექტის ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** შემოსული და გასული კორესპონდენციის მართვა;
** სხვადასხვა ადმინისტრაციულ და კომერციულ პროექტებში მონაწილეობა;
** სხვადასხვა შეხვედრაზე დასწრება და შესაბამისი რეპორტების წარმოება;
** პროექტის ფარგლებში მიმდინარე პროცესების კოორდინაცია;
** პროექტის სხვადასხვა სამუშაოებისა და მათი შესრულების ვადების მუდმივი მონიტორინგი;
** შემოსული დოკუმენტაციის იდენტიფიცირება და განაწილება;
** ბრძანებების, ხელშეკრულებებისა და სხვა ადმინისტრაციული დოკუმენტების წარმოება;
** მონაცემთა ბაზების დამუშავება და პროგრამული გატარებების უზრუნველყოფა;
** სხვადასხვა სახის რეპორტების წარმოება

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** ბაკალავრის ხარისხი (სასურველია ზოგადი მენეჯმენტის ან ფინანსების მიმართულებით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** აკადემიურად წერის უნარი;
** MS OFFICE-ის სრულყოფილად ცოდნა.

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

** ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** წერითი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდის მართვის უნარი.

მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

"თეგეტაში" დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება და ფასდაკლება;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=1487

"თეგეტა ჰოლდინგში", თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე