Робота для біженців з України
მერჩენდაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: ავერსი-ფარმა
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე ქ. თბილისში

** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი;
** სამუშაო განაკვეთი: სრული;
** ავტომობილის ამორტიზაციისა და საწვავის ანაზღაურება.

ძირითადი მოვალეობები:

** ფილიალებში ვიზიტების განხორციელება პროდუქციის სათანადო, დადგენილი სტანდარტის შესაბამისი, წარმოდგენის უზრუნველსაყოფად;
** დარბაზში არსებული მდგომარეობის წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმებით შეფასება.
** აფთიაქის პერსონალის მიერ ვადების არსებული სტანდარტით კონტროლის მონიტორინგი.
** ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი დოკუმენტების ციფრულ ფორმატში გადაყვანა და აღრიცხვის წარმოება;
** კომპანიის სხვა არამედიკამენტების წარმომადგენლებთან ერთად მუშაობა, ობიექტების პირველადი მოწყობა და გადალაგება.
** ახალი ობიექტების დაგეგმვა, სავაჭრო დარბაზში გამართული სანავიგაციო ინფორმაციის უზრუნველყოფა
** ანგარიშის მომზადება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისათვის მოთხოვნის შესაბამისად და ა.შ;

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მართვის მოწმობა (B კატეგორია);
** საკუთარი ავტომობილი/მოპედი;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ეფექტური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** ოპერატიულობა, ორგანიზებულობა, სხარტი აზროვნების უნარი;
** შედეგზე ორიენტაცია.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე: vacancy@aversi.ge (გთხოვთ, ელფოსტის სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება) ან წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები 11.00 სთ-დან 15.00 სთ-მდე:

** ფოტოსურათი 3x4 - 1ც.;
** პირადობის მოწმობის ასლი;
** სარეკომენდაციო წერილები (სასურველია).

მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576)

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 25.09.2024

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 Tvის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე