Робота для біженців з України
ინგლისურენოვანი გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინგლისურენოვანი გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Legal Pulse Hub
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
"ლიგალ პალს ჰაბ" აცხადებს ვაკანსიას ინგლისურენოვანი გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია "ლეგალ ფალს ჰაბი" დაარსებულია ამერიკაში და ოპერირებს ამერიკის სხვადასხვა შტატში. კომპანიის მიმართულება მოიაზრებს სადაზღვევო და იურიდიულ სფეროს.

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო
** სამუშაო განრიგი: 18:00-02:00 (ორშაბათი-პარასკევი)
** ანაზღაურება ფიქსირებული: 1400, ბონუსი - 1000-4000

სამუშაოს აღწერა:

** პოტენციურ მომხმარებლებთან სატელეფონო შეთავაზებების გაკეთება;
** მომხმარებლისთვის მომსახურების/სერვისის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებლის მომსახურებით/სერვისით დაინტერესება, სიახლეების შეთავაზება;
** შესრულებული სამუშაოს შესახებ რეპორტების მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით აუცილებელია (სატელეფონო გაყიდვებში მუშაობა ჩაითვლება უპირატესად), სხვა შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება;
** საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა (Google Docs/Google Sheets);
** ინგლისურის ცოდნა C1 დონეზე.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: office@legalpulsehub.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე