Робота для біженців з України
სავაჭრო წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სავაჭრო წარმომადგენელი
მომწოდებელი: ლუდსახარში ნატახტარი - EFES საქართველო
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
"ეფეს საქართველო" (ლუდსახარში "ნატახტარი") Anadolu Efes-ის შვილობილი კომპანიაა. Anadolu Efes მე-5 ადგილზეა მსოფლიოს უმსხვილეს ლუდის მწარმოებელ კომპანიათა შორის. "ეფეს საქართველო" უკვე 15 წელია ოპერირებს საქართველოს ლუდის ბაზარზე, როგორც ბაზრის ლიდერი.

"ეფეს საქართველო" (ლუდსახარში "ნატახტარი") აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: სავაჭრო წარმომადგენელი ონ ტრეიდი (ჰორეკა მიმართულება)

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** არსებული სავაჭრო ობიექტების დაფარვა და პოტენციური ობიექტების მოძიება/ათვისება;
** ოპტიმალური მარშრუტის შედგენა და მუდმივი კორექტირება;
** სავაჭრო ობიექტებში ინვენტარის მიტანისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
** სავაჭრო ობიექტებში სარეკლამო მასალის განთავსება;
** სავაჭრო ობიექტების მაცივრებში განთავსებული პროდუქციის ვიზუალის მოწესრიგება და როტაცია (FIFO), ვადებისა და ფასმაჩვენებლების კონტროლი;
** სავაჭრო ობიექტების ინფორმირება ახალი პროდუქციის და/ან ცვლილებების შესახებ;
** სავაჭრო ობიექტების პროდუქციის ნაშთის შემოწმება და შეკვეთის მიღება;
** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკების წარმოება, მათ შენარჩუნებაზე ზრუნვა და ახლების მოძიება;
** კომპანიის პროდუქციის ზედმიწევნით ცოდნა;
** მარაგების გაზრდის მიზნით, შესაბამისი ქმედებების დაგეგმვა; მარაგების კონტროლი და საკმარისი ნაშთის უზრუნველყოფა;
** კონტრაქტების მონიტორინგი (ხელშეკრულების გაფორმება, ვალდებულებების შესრულების კონტროლი, დროული განახლება და ა.შ.);
** ყოველთვიური და წლიური გაყიდვების გეგმის შესრულება, მუდმივი მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** გაყიდვების სფეროს მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** აქტიური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კონტროლისა და ანალიზის უნარი.

ასევე, სავალდებულოა: ავტომობილის მართვის მოწმობა - კატეგორია B (მექანიკური სიჩქარის კოლოფით)

რეზიუმეს (ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის) გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები დამუშავდება ს.ს. "ლომისი"-ს მიერ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება მაქსიმუმ 12 თვის ვადით.

დეტალურად წესები და პირობები პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ს.ს. "ლომისი"-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში, რომელიც განთავსებულია ვებგვერზე: www.natakhtari.com

განგიმარტავთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემების შესახებ, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გაცნობა, გასწორება, განახლება, შევსება, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, განადგურება, დაბლოკვა, გადატანა. თითოეული უფლების განმარტება და შინაარსი ასევე მოცემულია ს.ს. "ლომისი"-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში.

აღნიშნული უფლებების განხორციელების მიზნით შეგიძლიათ მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@ge.anadoluefes.com და eghr@ge.anadoluefes.com.

ს.ს. "ლომისი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართზე: career@ge.anadoluefes.com

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 20 სექტემბერი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე