Робота для біженців з України
მომარაგების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომარაგების სპეციალისტი
მომწოდებელი: გსმ სერვისი
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
კომპანია "გსმ სერვისი" 2018 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ავტო/ტექ მომსახურება როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მომარაგების სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვარკეთილი, თვალჭრელიძის მე-4 შესახვევი, #5
სამუშაო განაკვეთი: სტანდარტული
ანაზღაურება: 1300-1500 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** სერვისის დროული მომარაგება ავტოსათადარიგო ნაწილებით;
** შესყიდვის პროცედურის დაცვა, შესყიდვის დოკუმენტური კონტროლი, ჩეკის, ზედნადების, ანგარიშფაქტურის თუ სხვა დროული და ზუსტი მიღების უზრუნველყოფა;
** კომპანიაში არსებული შიდა ნორმატიული დოკუმენტების, პროცედურების, ინსტრუქციების და წესების განუხრელად დაცვა;
** უშუალო ხელმძღვანელის და კომპანიის მენეჯმენტის მიერ მოცემული მომარაგებისას და შესყიდვების სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება;
** კომპანიას შიდა ნორმატიული აქტების და ინსტრუქციების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ გარემოში და შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;
** ცვლილებთან შეგუების უნარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ ქართულ ენაზე CV მისამართზე: hr@gsmservice.ge და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე