Робота для біженців з України
უმცროსი ელექტროინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი ელექტროინჟინერი
მომწოდებელი: Saxon Management Services
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
საერთაშორისო საპროექტო კომპანია "Saxon Management Services", რომელიც საქართველოში არსებობს 2013 წლიდან აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ელექტროინჟინრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საინჟინრო უცხო ქვეყნისა და ადგილობრივ პროექტებზე მუშაობა თანამედროვე/უახლესი გრაფიკული დიზაინის პროგრამებში გამოცდილ და ძლიერ გუნდთან ერთად
** ელექტროსაინჟინრო ნაწილის საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავება
** შიდა და გარე ელექტრომომარაგების ქსელების, გამანაწილებელი მოწყობილობების, სუსტი დენების პროექტირება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სტუდენტი ან უმაღლესი განათლება ამ მიმართულებებით
** სავალდებულოა მცირე სამუშაო გამოცდილება, რაც გულისხმობს პროექტირების ცოდნას ელემენტარულ დონეზე, ნახაზების კითხვას და პროგრამაში მუშაობის სპეციფიკის ცოდნას

აუცილებელი უნარები:

** ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა
** მოწესრიგებული
** ყურადღებიანი და დეტალების მიმართ ორიენტირებული
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდურად მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** 1 თვიანი გამოსაცდელი ვადა, ანაზღაურებადი
** ხელფასი კვალიფიკაციის მიხედვით
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** საუკეთესო სამუშაო გარემოს
** პროფესიული განვითარების და დაწინაურების პერსპექტივებს

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე: info@saxonms.com გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - უმცროსი ელექტროინჟინერი წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე