Робота для біженців з України
წარმოების უფროსი მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წარმოების უფროსი მენეჯერი
მომწოდებელი: ქედი/მომენტუმ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
ქედი სტუდიო დაარსდა 1992 წელს და ერთ-ერთი პირველი ქართული სარეკლამო კომპანიაა საქართველოში, რომელმაც სარეკლამო ბაზრის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

საერთაშორისო სარეკლამო სააგენტო მომენტუმ 2008 წლიდან ოპერირებს საქართველოს სარეკლამო ბაზარზე და არის ექსპერტი არატრადიციულ სარეკლამო მიმართულებებში: ივენთ მარკეტინგი, სპონორობა, საკომუნიკაციო აქტივობებისა და ღონისძიებების მენეჯმენტი, შოპერ მარკეტინგი.

დღეს უკვე ორი ძლიერი კომპანია, "ქედი/მომენტუმ ჯორჯიას" სახელით, გაერთიანებული რესურსებითა და დიდი გამოცდილებით, ერთად განაგრძობს მოღვაწეობას და დამკვეთებს სთავაზობს ინტეგრირებულ საკომუნიკაციო გადაწყვეტილებებს, სარეკლამო წარმოების სრულ სპექტრსა და პროექტების ერთობლივ მენეჯმენტს.

"ქედი/მომენტუმ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას წარმოების უფროსი მენეჯერის პოზიციაზე.

სტრუქტურული ერთეული: წარმოების განყოფილება
თანამდებობა: წარმოების უფროსი მენეჯერი
სამუშაო ადგილის მდებარეობა: თბილისი, სერგო ზაქარიაძის ქ. 3
სამუშაო განაკვეთი: სრული. ორშაბათი - პარასკევი, 10:00სთ. - 19:00სთ
ანაზღაურება: გამოსაცდელ ეტაპზე 2000 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** საწარმოო პროცესის დაგეგმვა, მისი დროული და ხარისხიანი შესრულების კონტროლი
** ნაბეჭდი და წარმოებული პროდუქციის ხარისხის კონტროლი
** სამონტაჟო სამუშაოების ზედამხედველობა/კონტროლი
** მომწოდებლებთან კომუნიკაცია და საუკეთესო პირობების აღება
** ტექნიკური ნახაზის/დიზაინის შემოწმება წარმოებაში ჩაშვებამდე
** საჭიროების შემთხვევაში დამკვეთებთან კომუნიკაცია/კონსულტირება პროექტის მენეჯერთან ერთად
** წარმოებისათვის საჭირო მასალების მარაგების კონტროლი და უზრუნველყოფა

ძირითადი მოთხოვნები:

** სარეკლამო და საწარმო მასალების საფუძვლიანი ცოდნა
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ტექნიკური ნახაზების გადამოწმების მიზნით შესაბამისი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა
** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** B კატეგორიის მართვის მოწმობა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: s.chikvaidze@kedimomentum.com.ge.
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე