დასახელება:
მაღაზიის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ჯიბე cash & carry
|
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
|
კომპანია "ჯიბე Cash & Carry", თბილისში, თემქის ფილიალში აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე.
ჯიბე Cash & Carry არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს.
სამუშაო ადგილი: თემქა, ზღვის უბანი, ისაკიანის #1
სამუშაო გრაფიკი: 08:00-16:00, კვირაში 6 დღე
ანაზღაურება - 1800-2400 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
** სავაჭრო დარბაზში არსებულ თაროებზე, პროდუქციის განთავსების უზრუნველყოფა, კომპანიის მიერ შემუშავებული სტანდარტებით;
** პროდუქციის შენახვისა და მოვლის პირობების უზრუნველყოფა;
** პროდუქციის ვადიანობისა და გარეგნული იერსახის დაცვის კონტროლი;
** სარეალიზაციო პროდუქციაზე ფასდებულის განლაგების უზრუნველყოფა;
** სავაჭრო დარბაზის, თაროების, პროდუქციის, სამუშაო ინვენტარის სისუფთავის მუდმივი კონტროლი;
** დაქვემდებარებულ პერსონალზე შესასრულებელი სამუშაოს თანაბარი და სამართლიანი გადანაწილება;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს მუდმივი მონიტორინგი, მაკორექტირებელი ღონისძიებების განხორციელება;
** დაქვემდებარებული თანამშრომლებისათვის მათი თანამდებობრივი ინსტრუქციის, სამუშაო პროცედურების, მომსახურების სტანდარტებისა და შინაგანაწესის გაცნობა;
** მომხმარებელთათვის ფასდაკლებებისა და აქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
** მაღაზიის კვარტალური გეგმის შესრულების ღონისძიებების დაგეგმვა, მონიტორინგი;
** პროდუქციის შეკვეთა - საჭიროების შემთხვევაში;
** შესყიდვებისა და გაყიდვების სამსახურის, ფინანსური განყოფილების და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდების ორგანიზება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია გუნდის მართვის გამოცდილება;
** პირველადი მოხმარების პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** მაღაზიის მართვის პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად (აპექსი, ან მსგავსი).
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@jibe.ge.
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
ტელ: 591 27 30 45
|
|
|
|