Робота для біженців з України
საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: ივენთივ
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
კომპანია "ივენთივი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

კომპანია ივენთივი, (eventive.ge) არის ერთ-ერთი წამყვანი ივენთ კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს და მისი მიზანია მომხმარებლისთვის შექმნას დაუვიწყარი მომენტები და წარუშლელი მოგონებები. კომპანია გთავაზობთ, როგორც ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას. ასევე თითოეული ღონისძიებისათვის აუცილებელი ინვენტარითა და ტექნიკური აღჭურვილებით უზრუნველყოფას.

პირობები:

** ანაზღაურება: 1200 ლარი ხელზე ასაღები + ბონუსის გამომუშავების შესაძლებლობა;
** სამუშაო გრაფიკი: სრული;
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ანდრია ბენაშვილი ქუჩა N 26 ა.

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობში არსებული ინვენტარის მოწესრიგება/მონიტორინგი;
** საწყობში არსებული ინვენტარის დაცულ მდგომარეობაში შენახვა;
** ღონისძიებისთვის გასატანი ინვენტარის გაცემის უზრუნველყოფა;
** საწყობში შემოსული ინვენტარის დათვლა, შემოწმება გასუფთავება.

მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** ენერგიული, ორგანიზებული, დაუზარელი, კეთილსინდისიერი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@eventive.ge.

გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება. შემდეგი ეტაპისთვის დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ კომპანია ივენთივმა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში."

მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე