Робота для біженців з України
პროფესიული განათლების მასწავლებელი - ჰაერის კონდიცირება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროფესიული განათლების მასწავლებელი - ჰაერის კონდიცირება
მომწოდებელი: პროფესიული კოლეჯი სპექტრი
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
სსიპ კოლეჯი "სპექტრი" აცხადებს ვაკანსიას პროფესიული განათლების მასწავლებლის თანამდებობაზე.

შესასრულებელი სამუშაოს აღწერილობა:

სსიპ კოლეჯ "სპექტრში" პროფესიული საგანმანათლებლო ინტეგრირებული პროგრამა "ჰაერის კონდიცირება", მისანიჭებელი კვალიფიკაცია - "საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია ჰაერის კონდიცირებაში" (კოდი - 0713) პროფესიულ/დარგობრივი მოდულების მასწავლებელი.

პასუხისმგებლობის საზღვრები:

პროფესიული განათლების მასწავლებელი ანგარიშვალდებულია საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან. მისი პასუხისმგებლობა, მოვალეობები და ამოცანები განისაზღვრება სსიპ კოლეჯ "სპექტრის" შინაგანაწესით, სამუშაო აღწერილობით, ხელშეკრულებითა და დაწესებულების სხვა მარეგულირებელი აქტებით.

სამუშაო პირობები:

** სარგო: საათობრივი ანაზღაურება - 20 ლარი (დარიცხული)
** ადგილების რაოდენობა: 1 ადგილი
** მისამართი: ქ.თბილისი, ბესარიონ ჭიჭინაძის ქ. #10
** სამუშაოს დაწყება: კონკურსში გამარჯვებული მუშაობას დაიწყებს 2024 წლის 25 ნოემბრიდან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველი კვალიფიკაცია (სფერო/დარგი/სპეციალობა): ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა.
** სასურველი საგანმანათლებლო ხარისხი: მაგისტრი
** სასურველი სამუშაო გამოცდილება: ამ სფეროში მუშაობის მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება
** სასურველი უცხო ენა: ინგლისური

მინიმალური მოთხოვნა: უმაღლესი განათლება ან პროფესიული განათლების V საფეხური ან შესაბამისი პროფესიით მუშაობის სამწლიანი გამოცდილება

მინიმალური კომპეტენცია: "საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ"

სხვა სპეციალური მოთხოვნები: კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია, საკონკურსო დოკუმენტაცია, საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით, წარუდგინოს კოლეჯის საკონკურსო კომისიის მდივანს. ამ პირობების დარღვევა და ერთ საათზე მეტით დროით, არასაპატიო მიზეზით გასაუბრებაზე დაგვიანება გამოიწვევს კონკურსანტის კონკურსიდან მოხსნას.

დამატებითი ინფორმაცია: თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც დამატებით აქვს:

** ამ სფეროში მუშაობის უმეტესი გამოცდილება
** მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება
** უპირატესი საგანმანათლებლო ხარისხი

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

** ავტობიოგრაფია cv
** ფერადი სურათი 3X4
** განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
** პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
** სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი

საბუთების მიღება: დოკუმენტაცია უნდა წარადგინოთ შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, აფრიკის დასახლება, ბესარიონ ჭიჭინაძის ქ.№10, პირველ სართული, კოლეჯის თანამშრომელთან მარინე კალაძესთან.

საბუთების მიღების ვადა: 2024 წლის 6 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით

სამუშაოზე აყვანა: სამუშაოზე აყვანა განხორციელდება საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა (თითო სასურველი საკვალიფიკაციო მოთხოვნა ფასდება 1 ქულით) და მინიმალური კომპეტენციის შედეგების გათვალისწინებით (მინიმალური კომპეტენციის შესაფასებლად კონკურსანტს ეძლევა 5 შეკითხვა, თითო სწორი პასუხი არის 1 ქულიანი). მინიმალურ კომპეტენციაში კონკურსანტის მიერ 2 ქულაზე ნაკლების დაგროვების შემთხვევაში კონკურსანტს არ მიეცემა საბოლოო შეფასების ქულა. გამარჯვებული კონკურსანტი, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, სწავლის დაწყებამდე გაივლის შესაბამის სასწავლო ტრენინგს კოლეჯის მენტორ მასწავლებლებთან.

გასაუბრების ჩატარება: 2024 წლის 24 სექტემბერს 11:00-ზე
შედეგების გამოცხადება: 2024 წლის 25 სექტემბერი

CV გამოგზავნეთ: spectri.org@gmail.com. დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 240 16 87

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე