Робота для біженців з України
ჭურჭლის მრეცხავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჭურჭლის მრეცხავი
მომწოდებელი: სასტუმრო რადისონ ბლუ
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი / ბოლო ვადა: 11 ოქტომბერი
სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერია, თბილისი" აცხადებს ვაკანსიას ჭურჭლის მრეცხავის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროს ყველა ობიექტის უზრუნველყოფა სუფთა ჭურჭლით და ინვენტარით
** სარეცხი მანქანის მეშვეობით ჭურჭლის და შუშის ინვენტარის გარეცხვა
** სუფთა სამზარეულო გარემოს შენარჩუნება
** უსაფრთხოების, ჰიგიენის და სანიტარულ ნორმების სათანადოდ დაცვა
** სამუშაო ინსტრუქციების დაცვა

დაინტერესების შემთხვევაში:

თუ თქვენი გამოცდილება აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: Tbilisi.hr@radissonblu.com. აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელი სათაურად.

რეზიუმეს ბოლო გამოგზავნის ვადაა 11 ოქტომბერი, 2024.

გაცნობებთ, რომ შპს "ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. პერსონალური მონაცემები კანდიდატის შესახებ, ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. პერსონალური მონაცემები კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს1 (ერთი) წლის ვადით.

გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნულ ვაკანსიაზე პერსონალური მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, შპს "ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტი" წარდგენილი პერსონალური მონაცემები შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მათ შორის სამომავლო ვაკანსიაზე.

იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე