Робота для біженців з України
ქსელის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქსელის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ITF
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
"ITF GLOBAL" ციფრული გადაწყვეტილებების კომპანიაა, რომელიც ოპერირებს სხვადასხვა საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენ სპეციალიზებულები ვართ მოწინავე ციფრული გადაწყვეტილებებისა და პროგრამული განვითარების პროექტების შექმნა/მიწოდებაში.

ITF-ი არის ITF GLOBAL-ის შვილობილი კომპანია, რომელიც 15 წელია წარმატებით მოღვაწეობს როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ბაზარზე. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს IT აუთსორსინგის მიმართულება. დღევანდელი მოცემულობით კომპანია აქტიურად და წარმატებით თანამშრომლობს ასეულობით საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციასთან.

კომპანია "ITF" აცხადებს მიღებას ქსელის ადმინისტრატორის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი,
სამუშაო გრაფიკი სრული: საათები: 10:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
სამუშაო ტიპი: ჰიბრიდული

სამუშაოს აღწერა:

** ქსელთან დაკავშირებული ხარვეზებისა და სხვადასხვა პრობლემის მოგვარება;
** სხვადასხვა ქსელური აპარატურის გამართვა და მომსახურება;
** ქსელის ინფრასტრუქტურის მონიტორინგი და მართვა
** ქსელის დაპროექტება, მოწყობა და გამართვა
** ქსელური ინფრასტრუქტურის და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება
** ქსელის უსაფრთხოებისა და მთლიანობის უზრუნველყოფა
** ქსელურ ინფრასტრუქტურაში პრობლემების დროული იდენტიფიცირება და აღმოფხვრა.
** სატელეფონო სისტემის/სადგურის PBX გამართვა და ადმინისტრირება
** VOIP ტელეფონების ინსტალაცია-გამართვა
** ქსელური უსაფრთხოების და დაცვის სისტემების დანერგვა
** IT მენეჯერთან ერთად სხვადასხვა ბიზნეს გადაწყვეტილებების განხილვა და დანერგვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქსელის ადმინისტრატორად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ქსელურ გადაწყვეტილებებთან (TCP/IP, DHCP, DNS/WINS და ა.შ) მუშაობის გამოცდილება;
** Cisco-ს ქსელური აპარატურის მართვის გამოცდილება; CCNP ის დონის ცოდნა
** Switching, Routing პროტოკოლების, VPN ტექნოლოგიების საფუძვლიანი ცოდნა;
** VOIP ტექნოლოგიების ცოდნა
** ქსელური კომუტატორის საფუძვლიანი ცოდნა და მუშაობის გამოცდილება: VLANs, VTP, STP, RSTP, MSTP, EtherChannel,
** ქსელური მარშრუტიზატორის საფუძვლიანი ცოდნა და მუშაობის გამოცდილება: BGP, EIGRP, OSPF, VRF, HSRP
** VPN ტექნოლოგიების საფუძვლიანი ცოდნა და მუშაობის გამოცდილება: SSL VPN, DMVPN, GRE, IPSec, CryptoMaps, FlexVPN, Anyconnect;
** NG Firewall ებთან მუშაობის გამოცდილება

საჭირო პიროვნული თვისებები:

** ხარისხზე ორიენტირებული;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობის უნარი;
** გუნდური
** კომუნიკაბელური
** პუნქტუალური

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ რეზიუმე თანდართული ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@itforce.ge; 2024 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით . გთხოვთ სათაურში, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე