Робота для біженців з України
უძრავი ქონების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უძრავი ქონების აგენტი
მომწოდებელი: Georgian Realtors Group
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
"Georgian Realtors Group" ეძებს ამბიციურ, პასუხისმგებლობიან და შრომისმოყვარე კანდიდატებს თბილისში, უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე!

ანაზღაურება: გამომუშავებით 1500+ ლარი თვეში (დამოკიდებულია კანდიდატის შრომისმოყვარეობაზე)

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი: 11:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე; შაბათი: 11-დან 3-მდე, ნახევარ განაკვეთზე.

ძირითადი მოვალეობები:

** გასაყიდი/გასაქირავებელი უძრავი ქონების მოძიება და მათი პლატფორმებზე განთავსება;
** დაინტერესებული მომხმარებლისთვის ინფორმაციის გაცნობა/შეთავაზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება; გამოცდილების არ ქონის შემთხვევაში, ადგილზე გაივლით ტრენინგს, რომელსაც ჩაგიტარებთ გამოცდილი ბროკერი.
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა არის სავალდებულო (რუსული ჩაითვლება პრიორიტეტად);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.

სანაცვლოდ გთავაზობთ:

** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას;
** კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს;
** დაწინაურების პერსპექტივას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** საბონუსე სისტემას

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: Zmargoshvili@gmail.com

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე