Робота для біженців з України
მთავარი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: ალგი აუდიტი
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი / ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
აუდიტორული კომპანია "ალგი აუდიტი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

"ალგი აუდიტი" მრავალი წელია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და დახმარებას უწევს როგორც მცირე და საშუალო, ასევე მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს იმ მნიშვნელოვანი ამოცანის გადაწყვეტაში, რასაც ბიზნესის წარმატებით წარმოება ეწოდება.

სამუშაო პირობები:

მდებარეობა: ქ. თბილისი, აბაშიძის 42
სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე
ანაზღაურება: 3000 ლარიდან, კანდიდატის კვალიფიკაციიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტი კომპანიისთვის ბუღალტრული აღრიცხვის წარმართვის უზრუნველყოფაში მონაწილეობის მიღება, მოქმედი სტანდარტების და კანონმდებლობის შესაბამისად;
** ყოველდღიური საბუღალტრო დოკუმენტების გატარება;
** საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა
** კომპანიის ფინანსური ანგარიშგებების შედგენაში მონაწილეობის მიღება;
** უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან სხვა პროფესიული დავალებების შესრულება და რეპორტინგი;
** სხვა მოვალეობების შესრულება, რომლებიც გამომდინარეობს კომპანიის საქმიანობიდან.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკურ ან ფინანსურ სფეროში;
** მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში;
** ACCA-ის სერტიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად;
** საგადასახადო კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა (IFRS);
** ბუღალტრული პროგრამების და MS Office პროგრამების ცოდნა;

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

თქვენ ზურგს გაგიმაგრებთ მსხვილი პროფესიული ორგანიზაცია, რომელსაც აქვს რესურსი, საჭიროების შემთხვევაში, ოპერატიულად დაეხმაროს ნებისმიერი ტიპის ფინანსური გამოწვევების გადალახვაში და სხვადასხვა სტრუქტურებთან ურთიერთობაში.

მუდმივად გეყოლებათ აუდიტორული კომპანიისაგან ზედამხედველები - ექაუნთინგის დეპარტამენტიდან, საგადასახადო ექსპერტები, საერთაშორისო სტანდარტების ექსპერტები, რომლებიც საჭიროების შესაბამისად განახორციელებენ ვიზიტებს, ნებისმიერ დროს;

ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ თანამშრომლის პროფესიულ წინსვლისა და განვითარებაზე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@algiaudit.ge და წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება "ბუღალტერი".

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე