Робота для біженців з України
ექთანი ენდოსკოპიის განყოფილებაში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექთანი ენდოსკოპიის განყოფილებაში
მომწოდებელი: ნიუ ჰოსპიტალსი
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი / ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალს" აცხადებს ვაკანსიას ექთნის თანამდებობაზე ენდოსკოპიის განყოფილებაში.

ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს.

სამუშაო გრაფიკი: სრული შტატი.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. #12.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო სპეციალიზებული განათლება, პროფესია - ექთანი/მედდა;
** სასურველია, პრაქტიკოსი ექთნის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ენდოსკოპიის განყოფილებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ძირითადი მოვალეობები:

** გაიდლაინების მიხედვით მუშაობა;
** შიდა სამუშაო პროტოკოლების დაცვა;
** ექიმის დანიშნულების შესრულება.

პიროვნული თვისებები:

** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** გულისხმიერება;
** ორგანიზებულობა;
** აკურატულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) 09.10.2024-მდე ელ. მისამართზე vacancy@newhospitals.ge გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე