Робота для біженців з України
მოლარე, ოქროს ექსპერტ-შემფასებელი - ქუთაისი, ზუგდიდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე, ოქროს ექსპერტ-შემფასებელი
მომწოდებელი: ლიდერ კრედიტი
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლიდერ კრედიტი" წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას საქართველოს ბაზარზე. კომპანია მოიცავს საქართველოს მასშტაბით 44 ფილიალს და 400-ზე თანამშრომელს.

შემოუერთდით მაღალკვალიფიციურ, კომპეტენტურ და წინსვლაზე ორიენტირებულ გუნდს!

შპს მისო "ლიდერ კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე, ოქროს ექსპერტ-შემფასებლის პოზიციაზე.

სამუშაო დრო: ცვლიანობის განრიგით, კვირაში არაუმეტეს 40 საათისა.
სამუშაო ადგილი: ქუთაისი, ზუგდიდი

ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს:

** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარით;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** დამარწმუნებელი, გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარით;
** გუნდურს;
** უმაღლესი განათლებით ან სტუდენტს, სასურველია საბანკო, საფინანსო ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** ძვირფასი ლითონების შეფასების სპეციფიკის ცოდნა და შესაბამისი სერტიფიკატის ფლობა ჩაითვლება უპირატესად;
** აუცილებელია, ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ნაღდ ფულთან დაკავშირებული სალარო ოპერაციების წარმოება;
** მომხმარებლისთვის სწრაფი და ეფექტური მომსახურება;
** ძვირფასი ლითონების მიღება, შეფასება;
** სალომბარდე სესხის გაცემა.

ანაზღაურება: ფიქსირებული 830 ლარიდან + ბონუსი
ფიქსირებული ანაზღაურების შეთავაზება ხდება ინდივიდუალურად, კანდიდატის გამოცდილების გათვალისწინებით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: hr@leadercredit.ge. სათაურის ველში (subject line) მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება და სასურველი სამუშაო ცვლა.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 30 სექტემბერი.

შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ეტაპობრივად, დედლაინამდე, შესაბამისად, უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.

დამატებითი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის შესახებ, შეგიძლიათ, იხილოთ შემდეგ ვებმისამართზე: http://www.leadercredit.ge

მნიშვნელოვანი შეტყობინება:

გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს შპს მისო ლიდერ კრედიტის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს მისო ლიდერ კრედიტ-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვისა.

თუ თქვენ ხართ წინააღმდეგი, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან/და გსურთ შპს მისო ლიდერ კრედიტ-მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელფოსტის მეშვეობით: hr@leadercredit.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: 0322 730073 (*010).
გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე