Робота для біженців з України
დამხმარე მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამხმარე მიმტანი
მომწოდებელი: ბაზარი ორბელიანზე
გამოქვეყნდა: 07 სექტემბერი / ბოლო ვადა: 07 ოქტომბერი
"ბაზარი ორბელიანზე" წარმოადგენს ერთადერთ კვების მოლს, როგორც საქართველოში ასევე რეგიონში. ისტორიული ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე სივრცე 70-ზე მეტ საუკეთესო კვების ობიექტს აერთიანებს და სტუმრებს უგემრიელესი საკვების მრავალფეროვნებას სთავაზობს.

გასტრონომიული სივრცე "ბაზარი ორბელიანზე" აცხადებს ვაკანსიას დამხმარე მიმტანის პოზიციაზე!

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვეკუას 3ა.

გრაფიკი: კვირაში 40 სთ (კვირაში - 5 სამუშაო დღე, დღეში - 8 სთ).
ანაზღაურება: საათში - 5, 00 ლარი (თვეში 850 ლარიდან).

ძირითადი მოვალეობები:

** სამუშაო ადგილზე ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** მომხმარებელთა სწრაფი და თავაზიანი მომსახურება;
** სამუშაო სივრცეში სისუფთავის უზრუნველყოფა - მაგიდის ზედაპირების გადაწმენდა;
** მაგიდებიდან ბინძური ჭურჭლის ალაგება, მოგროვება და ჭურჭლის სამრეცხაოში მიტანა.

არ ვითხოვთ სამუშაო გამოცდილებას, ჩვენი გამოცდილი თანამშრომლები გაგიწევენ მენტორობას სამუშაო სივრცეში.

ასევე გთავაზობთ:

** მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
** მეგობრულ, კომფორტულ და საინტერესო გარემოს;
** ფასდაკლებებს "ბაზარ ორბელიანის" კვების ობიექტებზე;
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 591504452

დაინტერესებულმა პირებმა გაგვიზიარეთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@bazari.ge და სათაურის ველში (Subject) მუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მომავალ შესაძლო შეხვედრამდე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე