Робота для біженців з України
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ქარტა
გამოქვეყნდა: 07 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
"QARTA" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: საქართველო

ჩვენს შესახებ: "ქარტა" არის ჰიგიენური საშუალებების სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც სავაადმყოფოებს, სკოლებს, ბაღებს და ა.შ ამარაგებს ჰიგიენური საშუალებებით (Z ტიპის ქაღალდი, ჯუმბოს ტუალეტის ქაღალდი, სამზარეულოს რულონი და ა.შ..)

სამსახურის მიმოხილვა: ჩვენ ვეძებთ ბიზნესის განვითარების მენეჯერი/გაყიდვების მენეჯერს, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ჩვენი მიმართულების განვითარება-გაფართოებაში. იდეალური კანდიდატი უნდა იყოს ძლიერი კომერციული სტრატეგიის, ბიზნესის განვითარების, ბაზრის კვლევის და გაყიდვების გამოცდილებით, რომელსაც შეუძლია სტრატეგიული ურთიერთობების შექმნა და შენარჩუნება. ეს როლი მოითხოვს გამოცდილ ლიდერს გაყიდვებში, რომელსაც შეუძლია შესაძლებლობების იდენტიფიცირება, გაყიდვების და შემოსავლების გაზრდა, ბაზრის სტრატეგიების განვითარება.

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება;
** ახალი კლიენტების მოზიდვა და აუთსორს მიმართულების განვითარება;
** გაყიდვების გაუმჯობესებაზე ზრუნვა და კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება;
** კომპანიის გაყიდვების ქსელის გაფართოება;
** პოტენციური კლიენტებისთვის პროდუქტებისა და სერვისის შეთავაზება/გაყიდვა;
** კლიენტების მონაცემთა ბაზაზე მუშაობა, მისი მუდმივი განახლება და კონტროლი;
** კლიენტებისთვის კვალიფიციური დახმარების გაწევა გადაწყვეტილების მიღებაში;
** მოლაპარაკებების წარმოება, შეხვედრების და პრეზენტაციების დაგეგმვა;
** კონკურენტების შესწავლა და ანალიზი;
** პარტნიორი კომპანიების შესწავლა;
** უშუალო ხელმძღვანელთან შედეგების განხილვა და რეპორტინგი.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (მარკეტინგის, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში);
** გაყიდვების მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; (უპირატესობა მიენიჭება გამოცდილებას სადისტრიბუციო მიმართულებით);
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (ექსელი განსაკუთრებით).

უნარ-ჩვევები:

** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
** დარწმუნების უნარი;
** პროდუქტის/მომსახურების ეფექტურად შეთავაზების უნარი;
** კომუნიკაბელური;
** მოტივირებული.

პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: 10:00-დან 19:00-მდე
** სამუშაოს ტიპი: სრული
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (გამოცდილების მიხედვით)

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV თანდართული ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: qartahygiene@gmail.com 2024 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე