Робота для біженців з України
სოციალური მედიის მენეჯერი/კონტენტ კრეატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი/კონტენტ კრეატორი
მომწოდებელი: სულაკაურის გამომცემლობა
გამოქვეყნდა: 07 სექტემბერი / ბოლო ვადა: 02 ოქტომბერი
"სულაკაურის გამომცემლობა" 25 წლისაა. ის მოწინავეა ქართულ საგამომცემლო სფეროში, მუდმივად ეძებს ამ სფეროთი დაინტერესებულ, ინიციატივიან, გუნდური მუშაობის მოყვარულ, შედეგზე ორიენტირებულ ადამიანებს და საუკეთესო სამუშაო გარემოს სთავაზობს მათ.

ჩვენთან თანამშრომლობა საინტერესოა - გახდი ლიტერატურული სამყაროს მეგზური "სულაკაურის გამომცემლობასთან" ერთად.

"სულაკაურის გამომცემლობა" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერი/კონტენტ კრეატორის პოზიციაზე.

გრაფიკი: სრული განაკვეთი
სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 150

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემოს
** პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას
** "სულაკაურის გამომცემლობის" მიერ გამოცემულ წიგნებზე კორპორაციულ ფასდაკლებას;
** ჯანმრთელობის კორპორაციულ დაზღვევას

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სოციალური მედია სტრატეგიის შექმნა და მისი განხორციელება
** გამომცემლობის, გამომცემლობის მაღაზიის და ყველაზე წიგნიერის Facebook გვერდების მართვა - ექაუნთ მენეჯერებთან ერთად კონტენტის კალენდრის შედგენა, ქოფიების მომზადება, პოსტების განთავსება და კომენტარებზე პასუხი
** Facebook ჯგუფების - სამასწავლებლო, სარჩევი, ვიკითხოთ ერთად - ადმინისტრირება: კონტენტის მოფიქრება, ჯგუფის წევრების რაოდენობის და მათი ინგეიჯმენთის ზრდა
** გამომცემლობის ლინკდინის გვერდის მართვა
** საბავშვო და საუფროსო ინსტაგრამ გვერდების მართვა - ექაუნთ მენეჯერებთან ერთად პოსტების კალენდარის შედგენა, კონტენტის შექმნაში ჩართულობა, კომენტარებზე პასუხი
** კონტენტის დაგეგმვა, ფოტო/ვიდეო მასალისა დას პოსტერების დიზაინის შექმნაში მონაწილეობა
** გამომცემლობის ტიკტოკ გვერდისთვის კონტენტის შექმნა, განთავსება, კომენტარებზე პასუხი
** საუფროსო და საბავშვო ინსტაგრამ გვერდებისთვის რილსების გადაღება და განთავსება
** სფეროში აქტუალური ტენდენციების გაცნობა და ყოველდღიურ საქმიანობაში ინტეგრირება;
** ყველა სოციალური ქსელის არხების ანალიზი და რეპორტების მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** აუცილებელია ვიდეო მონტაჟის საბაზისო დონეზე ცოდნა (ძირითადად რილსებისთვის)
** აუცილებელია MS Office ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** კრეატიული
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** გამართულად წერის
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** კომუნიკაბელური
** პასუხისმგებლიანი
** ორგანიზებული
** პუნქტუალური
** ენერგიული
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** შედეგზე ორიენტირებული

როგორ დაგვიკავშირდე:

გამოგზავნე CV მეილზე: jobs@sulakauri.ge და სათაურის ველში მიუთითე ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2 ოქტომბერი, 2024 წელი

*რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დავუკავშირდებით.

"სულაკაურის გამომცემლობა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის. თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "სულაკაურის გამომცემლობის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე