Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: მეგავეტი
გამოქვეყნდა: 07 სექტემბერი / ბოლო ვადა: 07 ოქტომბერი
ვეტერინარულ ფარმაცევტული კომპანია "მეგავეტი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
განაკვეთი: სრული

სამუშაო აღწერილობა:

** გაყიდვებზე ზრუნვა, შესაბამისი გეგმისა და სტრატეგიის შემუშავება
** პროდუქციის ზედმიწევნით შესწავლა და მისი ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა
** გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა
** შემოსავლების დაგეგმვაზე ზრუნვა, შესაბამისი სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება
** ვეტერინარულ სფეროში არსებული ტენდენციების შესწავლა, შესაბამისი სიახლეების დანერგვა
** არსებული პროდუქტისა და მომსახურების განახლების სტრატეგიის შემუშავება
** გაყიდვების წლიური გეგმის შემუშავება, შეთანხმება და შესრულება
** ვეტერინარულ აფთიაქებთან, ზოომაღაზიებთან, ვეტერინარულ კლინიკებთან, სალონებთან, ფერმებთან და ა.შ. კომუნიკაციის და ხანგრძლივი თანამშრომლობის დამყარება
** პოტენციურ და არსებულ პარტნიორებთან ეფექტური მოლაპარაკება, შემდგომი კომუნიკაცია და პროდუქტის შეთავაზება
** სტრატეგიული სეგმენტის განსაზღვრა, მათზე მორგებული ინდივიდუალური პირობებისა და პაკეტების შედგენა
** არსებულ მომხმარებელთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 3 წლისა
** დარწმუნების, პრეზენტაციისა და კომუნიკაციის უნარები
** ქართული და რუსული ენების თავისუფლად ცოდნა
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
** სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი
** ორგანიზებულობა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: info@megavet.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე