Робота для біженців з України
ფინანსური რეპორტინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური რეპორტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: ბკ ჰოლდინგ
გამოქვეყნდა: 07 სექტემბერი / ბოლო ვადა: 22 სექტემბერი
"ბკ ჰოლდინგი" აერთიანებს სამშენებლო კომპანია "ბიქეი კონსთრაქშენს", სამშენებლო კოლეჯ "კონსტრუქტ2"-ს და დეველოპერულ კომპანია "თეთრ კვადრატს".

"ბკ ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური რეპორტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით (განიხილება ბოლო კურსის სტუდენტიც)
** სასურველია მსგავს სფეროში 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** კომპიუტერული პროგრამების MS Office ცოდნა

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ფინანსური ანგარიშგებების მომზადება და მათი ანალიზი
** ბიუჯეტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება
** კომპანიის გარე აუდიტორთან ურთიერთობა - სხვადასხვა ინფორმაციის მოძიება და მიწოდება
** რეპორტების, პრეზენტაციებისა და ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება და ანალიზი
** ფინანსური ინფორმაციის შეგროვება/გადამუშავება/ანგარიშგების მომზადება
** გაყიდვების პროცესის ფინანსური მხარდაჭერა

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 19:00-მდე.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე hr@bkholding.ge და "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, არაუგვიანეს 22 სექტემბრისა.

გაცნობებთ, რომ თქვენი მონაცემები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე