Робота для біженців з України
მერჩენდაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: ვესტ ინვესტი
გამოქვეყნდა: 07 სექტემბერი / ბოლო ვადა: 07 ოქტომბერი
კომპანია "ვესტ ინვესტი" დაარსდა 2006 წელს და წარმოადგენს საკვები პროდუქტების ერთ-ერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა დასახელების უმაღლესი ხარისხის ხორცპროდუქტებს, ნახევარფაბრიკატებს და ზღვის პროდუქტებსა, რომლებიც იწარმოება საუკეთესო ქარხნების მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

სადისტრიბუციო კომპანია "ვესტ ინვესტი" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

მისამართი: გრიგოლ ლორთქიფანიძის 13 ა
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 ლარი
სამუშაო ტრანსპორტი - მოპედი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მოტოციკლეტის შემთხვევაში A 2 ან A კატეგორიის მართვის მოწმობა - აუცილებელია;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მერჩენდაიზინგის პროცესის დაგეგმვა და შემუშავება;
** ყოველდღიურად ქსელურ ობიექტებზე ვიზიტი განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად;
** პროდუქციის განსათავსებლად გამოყოფილ ადგილზე პროდუქციის რაოდენობის კონტროლი, ვადებისა და ფასების კონტროლი;
** სავაჭრო ობიექტის საწყობში პროდუქციის რაოდენობისა და ხარისხის კონტროლი;
** ანგარიშის მომზადება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისათვის მოთხოვნის შესაბამისად.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებისადმი ორიენტირებულობა;
** დროის მართვის უნარი.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@wi.ge ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: - 591 07 93 96 სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მერჩენდაიზერი ".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "ვესტ ინვესტი", "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის, გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე