Робота для біженців з України
სატელეფონო გაყიდვების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სატელეფონო გაყიდვების ოპერატორი
მომწოდებელი: არომაკო
გამოქვეყნდა: 06 სექტემბერი / ბოლო ვადა: 06 ოქტომბერი
არომაკო წარმოადგენს არომა მარკეტინგში 18 წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო ბრენდს, რომელიც საქართველოში 2019 წლიდან ოპერირებს. ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ პრობიოტიკებით გაჯერებულ, ჯანსაღ და სურნელოვანი პროდუქტების ფართო ასორტიმენტს.
კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ კომპანიის ოფიციალურ ვებ გვერდზე https://aromaco.ge/en?

"არომაკოს"-ს გუნდში ვეძებთ ახალ წევრს სატელეფონო გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 800 ლარი + ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 5 სამუშაო დღე)

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** გაყიდვების ტრენინგის გავლას და სასერტიფიკატო კურსებს;
** კვებას;
** Fitpass;

მოვალეობები:

** პოტენციურ მომხმარებლებთან კორპორატიული გაყიდვების მენეჯერებისათვის შეხვედრების დაგეგმვა;
** მომხმარებლისთვის სატელეფონო კონსულტაციის გაწევა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე ან გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** გამართული მეტყველების უნარი;
** ინგლისური ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

თუ ამ ყველაფერს იზიარებ და გინდა ჩვენი გუნდის წევრი გახდე, გამოგვიგზავნე რეზიუმე ელფოსტაზე: hr@aromaco.ge და სათაურში მიუთითე ვაკანსიის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე