Робота для біженців з України
პრომო აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრომო აგენტი
მომწოდებელი: ბი-ემ-ესი
გამოქვეყნდა: 06 სექტემბერი / ბოლო ვადა: 06 ოქტომბერი
სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას პრომო აგენტის პოზიციაზე.

კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდან საქმიანობს და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.

http://www.bms.ge

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ქსელური ჰიპერ მარკეტები
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე.
დასვენების დღეები: შეთანხმებით;
სამუშაო საათები: შეთანხმებით;
ანაზღაურება: ფიქსირებული 550 ლ + ტრანსპორტირების ხარჯი 40 ლ + ბონუსი (საშუალოდ 1000 ლარის ფარგლებში).

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქტის მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა;
** მომხმარებელთან კომუნიკაცია;
** მომხმარებელზე პროდუქტის შეთავაზება;
** პროდუქტის გაყიდვა.

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: career@bms.ge. გთხოვთ, Subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.

ტელ.: 595 089796

გისურვებთ წარმატებებს!

"წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ შპს ბიემესმა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით."
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე