Робота для біженців з України
ცვლის მორიგე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ცვლის მორიგე
მომწოდებელი: საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია
გამოქვეყნდა: 06 სექტემბერი / ბოლო ვადა: 06 ოქტომბერი
"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" ერთ-ერთ უმსხვილეს ინდუსტრიულ ჯგუფს წარმოადგენს საქართველოში. ჰოლდინგში შემავალი კომპანიები 30 წელზე მეტია, რაც ოპერირებენ ადგილობრივ ბაზარზე და ასევე ახორციელებენ ინვესტიციებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

ჯგუფში შემავალი ბიზნეს ერთეულების საქმიანობის სფეროები დივერსიფიცირებულია და მოიცავს: ელექტროენერგიის გენერაციას, უძრავი ქონების მართვასა და განვითარებას, განათლებას, დაზღვევას, ჯანდაცვას, სამშენებლო მასალების წარმოებას და ა.შ ჯგუფი ასევე ახორციელებს ინვესტიციებს სხვა სექტორებშიც, როგორც ადგილობრივად, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ.
მიუხედავად უკვე არსებული მრავალპროფილური პორტფელისა, ჯგუფი მუდმივად აგრძელებს ზრდას, ახალ სექტორებში შესვლას და პოზიციების გამყარებას.

"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" შვილობილი კომპანია, "შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების დეპარტამენტში ცვლის მორიგის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი, ოთხ დღეში ერთხელ
ანაზღაურება: 700 ლარიდან

ფუნქცია-მოვალეობები:

** ობიექტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარის გამოყენება;
** სასაშვო რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;
** კომპანიის ტერიტორიაზე უცხო პირთა მოძრაობის კონტროლი;
** სათანადო ნებართვის ფლობის გარეშე ავტომობილების პარკირების კონტროლი;
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** კომუნიკაბელურობა
** სტრესულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირება და გადაწყვეტილების მიღება;
** გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები
** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი უნარი
** კონფლიქტების მართვის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: khakhalaia@giec.ge გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე