Робота для біженців з України
ფიტნეს ინსტრუქტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფიტნეს ინსტრუქტორი
მომწოდებელი: გალილეო ფიტნესი
გამოქვეყნდა: 06 სექტემბერი / ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
კომპანიის შესახებ:

"გალილეო ფიტნესი" ქართული ბრენდია, რომელიც ქუთაისში 2016 წლიდან წარმატებით ოპერირებს და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ემსახურება. რვა წლის მანძილზე, ჩვენს მიერ, შექმნილ სამოტივაციო და მეგობრულ გარემოში, ათი ათასზე მეტმა ადამიანმა უკვე შეძლო საკუთარი ფიტნეს მიზნების წარმატებით მიღწევა და ეს ციფრი ყოველდღიურად იზრდება.

2024 წლის შემოდგომაზე, ჩვენი ახალი ფილიალი თბილისში გაიხსნება. ფიტნეს სფეროში დაგროვილი გამოცდილებით ჩვენ ვქმნით იდეალურ ატმოსფეროს, სადაც ვარჯიშის პროცესი, გამორჩეულად სასიამოვნო და კომფორტული იქნება.

ჩვენი პრიორიტეტებია:

** თანამედროვე აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა;
** მრავალფეროვანი სავარჯიშო პროგრამები;
** მაღალკვალიფიციური პერსონალი;
** ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება ეფექტური და ხარისხიანი მომსახურების სტანდარტის შესაქმნელად.

მდებარეობა: თბილისი, ქერჩის ქუჩა #30
სამუშაოს ტიპი: სრულ განაკვეთზე

სამუშაოს აღწერა:

როგორც ფიტნესის ტრენერი და ჯგუფის ინსტრუქტორი გალილეოში, თქვენ პასუხისმგებელი იქნებით ინდივიდუალური კლიენტებისთვის პერსონალური ტრენინგის სესიების გამართვაზე, ასევე ჯგუფური ფიტნეს კლასების ეფექტურად ჩატარებაზე. თქვენი როლი გადამწყვეტია იმაში, რომ დაეხმაროთ წევრებს ფიტნესის მიზნების მიღწევაში, ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში და კლუბში პოზიტიური და ენერგიული ატმოსფეროს ჩამოყალიბებაში.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** კლიენტებისათვის ინდივიდუალურად მორგებული ვარჯიშის გეგმების შემუშავება;
** სხვადასხვა ჯგუფური ფიტნეს კლასების ჩატარება, მათ შორის ძალისმიერი ვარჯიში, კარდიო, HIIT და სხვა;
** მოვარჯიშისათვის სათანადო ინსტრუქციის მიცემა საჭირო ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოყენების შესახებ, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის გათვალისწინებით;
** წევრების მოტივაცია და შთაგონება, რომ მიაღწიონ დასახულ ფიტნეს მიზნებს;
** წევრების პროგრესის შესაბამისად, სავარჯიშო პროგრამების საჭიროებისამებრ ცვლილება;
** კლუბის წევრებისათვის სასიამოვნო და ინკლუზიური გარემოს შექმნა, განურჩევლად ფიტნეს დონისა და გამოცდილებისა;
** ფიტნესის უახლესი ტენდენციებისათვის თვალყურის დევნება, კლიენტებისათვის საუკეთესო ტრენინგის გამოცდილების უზრუნველსაყოფად;
** მენეჯმენტის მიერ შემუშავებული სერვისების, სპეციალური ღონისძიებებისა და ახალი კლასების პოპულარიზაცია;
** სავარჯიშო სივრცის სისუფთავის, აღჭურვილობისა და ტრენაჟორებისთვის, თვალყურის დევნება და დარწმუნება რომ მოწესრიგებულია და უსაფრთხოა გამოსაყენებლად.

მოთხოვნები:

** გამოცდილება, როგორც ფიტნეს ტრენერის ასევე ჯგუფის ინსტრუქტორის;
** ძლიერი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები, რაც საჭიროა კლუბის წევრების მოტივირებისა და მრავალფეროვან ჯგუფთან მუშაობისათვის;
** მუდმივი ზრუნვა პროფესიულ განვითარებაზე;
** მოქნილი გრაფიკით მუშაობის უნარი, დილის და საღამოს საათებში;
** მაგისთანებისათვის საჭირო ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატები (უპირატესია საერთაშორისოდ აღიარებული);
** უპირატესობად ჩაითვლება ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

თუ ვაკანსიით დაინტერესდით, გთხოვთ, მოცემული მისამართზე გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, შესაბამისი სერტიფიკატები და მოკლე სამოტივაციო წერილი, 25 სექტემბრის ჩათვლით, მისამართზე: jobs@galileo.ge. წერილის საგანში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე