Робота для біженців з України
წარმოების ოპერატორი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წარმოების ოპერატორი
მომწოდებელი: კავკასფექი
გამოქვეყნდა: 06 სექტემბერი / ბოლო ვადა: 06 ოქტომბერი
"კავკასფექი" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ოპერატორის პოზიციაზე.

განყოფილება: ფინანსური დეპარტამენტი.
ანგარიშვალდებული პოზიცია: მთავარი ბუღალტერი/წარმოების ანალიტიკოსი.
ლოკაცია: ქ. რუსთავი, დავით გარეჯის ქუჩა N 30
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით.
სამუშაო საათები: 09:00 სთ-დან 18:00 სთ-ის ჩათვლით.
გამოსაცდელი პერიოდი: არაუმეტეს 6 თვის.

განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სასურველია ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია საწარმოო პროცესების ცოდნა;
** Microsoft Word, Microsoft Excel, Outlook;

უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** დროის მართვის უნარი;

სამუშაო აღწერილობა:

** წარმოების დოკუმენტების შეგროვება და დამუშავება;
** წარმოების პროცესში გამოყენებული ნედლეულის პროგრამული აღრიცხვა/კონტროლი;
** წარმოებული პროდუქციის პროგრამული აღრიცხვა;
** წარმოების პროცესში თანმდევი პროდუქტის და სხვა დანაკარგების აღრიცხვა/კონტროლი;
** ყოველდღიური წარმოების დოკუმენტებისა და პროგრამაში გატარებული პროდუქციის შედარება და უზუსტობების შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელის მითითებების მიხედვით სწორი გატარების შექმნა.
** ნაშთების კონტროლი;
** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;

პიროვნული თვისებები:

** მუდმივი განვითარებისკენ სწრაფვა;
** თანმიმდევრული და ორგანიზებული;
** გუნდური;
** ენერგიული;
** პასუხისმგებლობიანი;
** პუნქტუალური;
** შრომის მოყვარე;
** დეტალებზე კონცენტრირებული;

დაინტერესების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: hr@caucaspack.com. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია.

თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე