Робота для біженців з України
საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი - თბილისი, ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: გეო ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 06 სექტემბერი / ბოლო ვადა: 06 ოქტომბერი
შპს "გეო ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში და ქ. ქუთაისში.

გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 08:00 და 17:00

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მიერ განსახორციელებელი შესყიდვების კოორდინაცია;
** მომწოდებლებთან შესაბამისი პროდუქციის მოძიება;
** ახალი მომწოდებლების მოძიება და მოლაპარაკების წარმოება;
** მომწოდებელთა ბაზის მუდმივი განახლება და განვითარება;
** ხელშეკრულებების გაფორმება;
** შესასყიდი პროდუქციის შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით ბაზრის კვლევა;
** სხვადასხვა სახის კორესპონდენციისა და ანგარიშების მომზადება;
** ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** შესყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
** უპირატესად ჩაითვლება თურქული ენის ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

საჭირო პიროვნული უნარები:

** ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** საკითხის მიმართ პოზიტიური მიდგომისა და გადაჭრის უნარი;
** სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
** ანალიტიკურად აზროვნება;
** მათემატიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი.

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართებზე: სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - financedirector@biopolus.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე