Робота для біженців з України
მთავარი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: ტორტინი
გამოქვეყნდა: 06 სექტემბერი / ბოლო ვადა: 06 ოქტომბერი
კომპანია "ტორტინი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

საკონდიტრო "ტორტინი" 10 წლიანი გამოცდილების მანძილზე მომხმარებლებს სთავაზობს სიყვარულით შექმნილ, მრავალფეროვან პროდუქციას - უკვე 29 ფილიალში.

ჩვენ მიზნად ვისახავთ გრძელვადიანი და განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლობის ჩამოყალიბებას.

შემოუერთდით ჩვენს გუნდს!

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გლდანი VII მ/რ, ჯაბიძის 8
სამუშაო გრაფიკი: სრული;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მიმდინარე ყოველდღიური საბუღალტრო გატარებების წარმოება;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
** მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვა და კონტროლი;
** საგადასახადო და საპენსიო დეკლარაციების მომზადება, გადამოწმება და გაგზავნა;
** საბანკო გადარიცხვების კონტროლი, წარმოება საჭიროებისამებრ;
** სახელფასო უწყისის წარმოება/ ანგარიშგება;
** ფინანსური რეპორტების მომზადება;
** თანამშრომლებისთვის საბუღალტრო კონსულტაციის გაწევა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნესის, ეკონომიკის მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე 3 წელი;
** Apex-ში მუშაობის გამოცდილება;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Excel);
** უცხო ენების ცოდნა სასაუბრო და წერილობითი კომუნიკაციის დონეზე.

პიროვნული თვისებები/უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდურობა;
** დაგეგმარების უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: hr.food7@gmail.com და სათაურის (subject) ველში მიუთითეთ "მთავარი ბუღალტერი".

მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე