Робота для біженців з України
მოხალისეები - ნიდერლანდები
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოხალისეები
მომწოდებელი: Biorartlab
გამოქვეყნდა: 06 სექტემბერი / ბოლო ვადა: 06 ოქტომბერი
"Biorartlab" (ორგანიზაცია ნიდერლანდებში) ეძებს ახალგაზრდა მოხალისეებს ევროპის სოლიდარობის კორპუსის (ESC) პროგრამის ფარგლებში.

განთავსებას უზრუნველყოფს მასპინძელი ორგანიზაცია, ყველა ხარჯი დაფარულია და შერჩეული მოხალისეები მიიღებენ ყოველთვიურ ჯიბის ფულს თვეში 210 ევროს ოდენობით.

** ხანგრძლივობა: 6 თვე
** დასაწყისი: 2024 წლის ოქტომბერი/ნოემბერი
** მდებარეობა: BioArt Village, სოფლის გარემო ველოსიპედით 20 წუთის სავალზე ეინდჰოვენის ქალაქის ცენტრიდან
** აქტივობები: ცხოველთა მოვლა, შენობებისა და ტერიტორიის მოვლა/რემონტზე მუშაობა, მწვანე სივრცეებში მუშაობა უსახლკაროებთან, ჰოლანდიური დიზაინის ფესტივალი ეინდჰოვენში (ოქტომბრის ბოლო 10 დღე)
** განრიგი: 7.5 საათი დღეში, ორშაბათი-პარასკევი. შაბათ-კვირა, თვეში 2 დასვენება

მოთხოვნები: არ არის სპეციფიკური ენა ან საგანმანათლებლო მოთხოვნა

კომფორტული მუშაობა და ცხოვრება სოფლად (აქტივობები ჩვეულებრივ ხორციელდება გარეთ)
ცხოველებთან მუშაობის სურვილი

განაცხადის მისაღებად გამოაგზავნეთ თქვენი CV (ინგლისურ ენაზე) და მოკლე სამოტივაციო წერილი მისამართზე: ici.tbilisi@culturaitaliana.org

 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე