Робота для біженців з України
პროდუქტის განვითარების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროდუქტის განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: მიდეა კავკასია
გამოქვეყნდა: 06 სექტემბერი / ბოლო ვადა: 05 ოქტომბერი
"Midea კავკასია" წარმოადგენს "Midea ჯგუფის" ოფიციალურ წარმომადგენლობას კავკასიის რეგიონში - საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. კომპანია ხელმისაწვდომს ქმნის გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის და შენობის საინჟინრო აღჭურვისთვის საჭირო ტექნოლოგიებს, მათ შორის, შენობის ციფრული მართვის სისტემებს, ლიფტებსა და ესკალატორებს.

"Midea კავკასიის" მთავარი ამოცანა მომხმარებლის ინოვაციური გადაწყვეტებით უზრუნველყოფა და თანამშრომელთათვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნაა.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს: http://midea.com.ge/

"Midea კავკასია" აცხადებს ვაკანსიას პროდუქტის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.

მისამართი: ქ. თბილისი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის # 4გ;
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი, 10:00 - 18:00 / შაბათი, 10:00 - 14:00

კომპანიაში არსებული ბენეფიტები:

** საბონუსე სისტემა;
** პროფესიული ტრენინგები, სწავლის და განვითარების შესაძლებლობა;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
** სამოტივაციო აქტივობები;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კორპორაციული ნომერი, ულიმიტო სასაუბრო პაკეტი;
** ფიტპასი.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** ბრენდის სტრატეგიის განსაზღვრის პროცესში ჩართულობა;
** მომწოდებლებთან ეფექტიანი კომუნიკაციის წარმართვა; მარკეტინგული, ტექნიკური და ადმინისტრაციული მასალების მოთხოვნა-მიწოდების უზრუნველყოფა;
** პროექტის ინჟინრებთან გრძელვადიანი, სტრატეგიული და თანამშრომლობითი ურთიერთობის ფორმირება;
** საბაზრო ტენდენციების ანალიზი და პროგნოზირება;
** არსებული და ინოვაციური პროდუქციის შესახებ პრეზენტაციის მომზადება;
** სამიზნე სეგმენტისთვის ტრეინინგ პროცესის დაგეგმვა და განხორციელება;
** პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ადმინისტრირება;
** უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტინგის უზრუნველყოფა;
** ხარისხის მართვის გუნდთან ერთად ISO 9001 საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობისათვის საჭირო პროცესების წარმართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** ბაკალავრის ხარისხი (სასურველია ტექნიკური მიმართულებით უმაღლესი განათლება);
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Microsoft Office);
** სავალდებულოა რუსული (C2) და ინგლისური (C2) ენების ცოდნა;
** ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** ეფექტური პრეზენტაციის უნარი (რუსულად და ქართულად);
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, 2024 წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: a.bikashvili@midea.com.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის და შეინახება, არაუმეტეს, 1 წლის ვადით. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე