Робота для біженців з України
მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: Valiko Mansion
გამოქვეყნდა: 06 სექტემბერი / ბოლო ვადა: 06 ოქტომბერი
კოქტეილ ბარი "L`ADO BY VALIKO MANSION" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მთავარი კონცეფცია აწყობილია საავტორო კოქტეილების ირგვლივ, ჩვენ გვსურს რომ მენიუში წარმოდგენილიყოს მსუბუქი სტარტერები და წასახემსებლები, ანტიპასტოს ნაირსახეობები და ე. წ. "finger food"

სამუშაო ადგილი: თბილისი, გუდიაშვილის მოედანი
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე (ოთხშაბათი-კვირა)
სამუშაო დრო: 18:00-01:30
ანაზღაურება: 70 ლარი ცვლაში + სამადლობელო (ჩაი)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება სამზარეულოში მზარეულის პოზიციაზე
** სასურველია პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით
** ინგლისური ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა

პიროვნული მახასიათებლები:

** ენერგიულობა
** კრეატიულობა
** ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდურობა

ფუნქცია-მოვალეობები:

** კერძების გემოვნური თვისებებისა და ვიზუალური გაფორმების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა
** რეცეპტურის დაცვა. საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებების შეტანა გაუმჯობესება/დახვეწის მიზნით
** ახალი რეცეპტურების შემუშავებისას გადამუშავებული პროდუქტის კოეფიციენტისა და ნაშთების ცოდნა
** სადისტრიბუციო კომპანიებთან ურთიერთობა, შეკვეთების განთავსება, ფასების ცვლილებების მონიტორინგი ასევე ინვენტარის და სამუშაო ადგილის ორგანიზება
** უსაფრთხოებისა და სანიტარული ნორმების დაცვა
** მომწოდებლებთან შეკვეთების განთავსება საჭირო პროდუქტებზე თუ დამხმარე მასალებზე
** პროდუქტის დანაკარგების მართვა, სწორი რაოდენობის შეკვეთა, ჩამოსაწერი პროდუქტის სწორ დანახარჯში გაშვება

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე და კერძების პორტფოლიო შემდეგ ელექტრონულ მისამართზე career.lado@gmail.com და სათაურის ველში - "Subject"- ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "მზარეული".

გისურვებთ წარმატებებს და იმედია შეხვედრამდე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე