Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი - ჩაქვი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: დრიმლენდ ოაზისი
გამოქვეყნდა: 06 სექტემბერი / ბოლო ვადა: 06 ოქტომბერი
"Dreamland Oasis Chakvi" წარმოადგენს საქართველოში პირველ, პრემიუმ კლასის დასასვენებელ და საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც მდებარეობს დაბა ჩაქვში, აჭარის ულამაზეს მთიანეთსა და შავი ზღვის სანაპიროს შორის. კომპლექსი აერთიანებს პრემიუმ კატეგორიის სასტუმროს, საცხოვრებელ აპარტამენტებს, ასევე გართობისა და დასვენებისათვის განკუთვნილ სივრცეებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს:

** https://www.linkedin.com/company/4870928/admin/
** https://www.facebook.com/dreamlandoasishotel/?ref=pages_you_manage
** https://www.instagram.com/dreamlandoasis_chakvi/

კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო ადგილი: დაბა ჩაქვი
უშუალო ხელმძღვანელი: გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სასტუმროს გაყიდვის სტრატეგიის განხორციელებაში მონაწილეობა.
** პოტენციური სტუმრების, პარტნიორებისა და კორპორაციული მომხმარებლების განსაზღვრა.
** კომპანიის პროდუქტებისა და მომსახურებების მოთხოვნების მიღება, დამუშავება და კონვერტაცია.
** ბანკეტის/ღონისძიების ვარიანტების წარდგენა და გაყიდვა მაქსიმალურად მაღალი სტანდარტით.
** ღონისძიების ჩატარების ადგილების, თარიღებისა და ტარიფების კონტროლი.
** კომპანიის პროდუქტებისა და მომსახურებების საფასურის გადახდის პროცესის მონიტორინგი საფინანსო დეპარტამენტთან.
** ყველა დაგეგმილი ღონისძიების სრული ადმინისტრირება და შესრულება.
** ჯავშნების მართვა, სტატუსებისა და კომენტარების ჩანიშვნა ვერ შემდგარ შეთანხმებებზე და მომავალში მათთან კომუნიკაციის აღდგენა.
** სასტუმროს ახალი დამკვეთებისა და შესაძლებლობების იდენტიფიცირება და სასტუმროში მეტი სტუმრის, ჯგუფისა და ღონისძიებების მოზიდვა.

საჭირო კვალიფიკაცია, ცოდნა, თვისებები & უნარები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** გაყიდვებისა სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
** სასტუმროს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მუშობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა;
** თანამშრომელს უნდა გააჩნდეს მოლაპარაკებებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი, ანალიტიკური აზროვნება, ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირებული აზროვნება, პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი, განვითარებაზე ორიენტირებული, ლოგიკური აზროვნების უნარი.

შერჩევის ეტაპები:

1. განაცხადების გადარჩევა
2. გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@hoteloasis.ge გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების მენეჯერი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

აპლიკანტის ინფორმირება

მე, როგორც აპლიკანტი, ჩემი სააპლიკაციო განაცხადის ან/და რეზიუმეს (CV) შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნით ვადასტურებ, რომ შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მხრიდან ინფორმირებული ვარ შემდეგზე:

1. ჩემ მიერ მიწოდებულ პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს შპს "დრიმლენდ ოაზისი" (ტელ: 032 247 22 33).
2. ჩემი პერსონალური მონაცემები, შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მიერ მუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" (ჩემთან გარიგების დასადებად) და "კ" (ჩემი რეზიუმეს განსახილველად) ქვეპუნქტების საფუძველზე, ჩემთან სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით.
3. ჩემ მიერ პერსონალური მონაცემების მიწოდება სავალდებულოა/აუცილებელია ჩემი კანდიდატურის განსახილველად, ხოლო, მიუწოდებლობა წარმოადგენს შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მიერ ჩემი კანდიდატურის განხილვაზე უარის თქმის საფუძველს.
4. შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერია შპს "შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ჯგუფი" (ტელ: +995 577 208 787).
5. ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესში ჩართულია იმ დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელსაც ეკუთვნის ვაკანსია და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ის თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული შერჩევის პროცესში. თითოეულ მათგანს გაცნობიერებული აქვს პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობა და ნაკისრი აქვს მათი დაცვის ვალდებულება.
6. შპს "დრიმლენდ ოაზისი" არ გეგმავს ჩემი პერსონალური მონაცემების სხვა პირებისათვის გადაცემას, მათ შორის საერთაშორისო გადაცემას.
7. ჩემი პერსონალური მონაცემები ინახება ჩემ მიერ მისი მიწოდებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) წლისა, ხოლო, ჩემთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მიღებული იქნება დამატებითი გადაწყვეტილება ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადებთან დაკავშირებით.
8. მაქვს შემდეგი უფლებები: მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება; მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების მოთხოვნის უფლება; მონაცემების დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების მოთხოვნის უფლება; მონაცემთა დაბლოკვის მოთხოვნის უფლება; მონაცემთა გადატანის მოთხოვნის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების და აღნიშნული კანონით დადგენილი წესების შპს "დრიმლენდ ოაზისის" მიერ დარღვევის შემთხვევაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში ან სასამართლოში გასაჩივრების უფლება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე