Робота для біженців з України
ექაუნთ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექაუნთ მენეჯერი
მომწოდებელი: სითიქომი
გამოქვეყნდა: 06 სექტემბერი / ბოლო ვადა: 06 ოქტომბერი
გვიხარია, რომ დაინტერესდი ჩვენი ვაკანსიით!

ჩვენს შესახებ:

"სითიქომი" სამეზობლოს პირველი ქართული ციფრული სივრცეა, რომელიც 2017 წლიდან ზრუნავს, მეზობლობის სიმარტივესა და გამჭვირვალობაზე. ის წარმოადგენს ერთგვარ "ციფრულ ყულაბას", სადაც შესაძლებელია, თვალი ადევნო შენი სამეზობლოს შემოსავლებს და ხარჯებს, დაიქირაო სასურველი სერვისების პროვაიდერები, შეასრულო ავტომატური გადარიცხვები და თავი მოუყარო მეზობლებს ერთ სივრცეში.

"სითიქომში" ყოველთვის პრიორიტეტულია ჩვენი მთავარი სამეზობლო - "სითიქომის" გუნდი! პროფესიული განვითარების გარდა, აქ დაგხვდება მეგობრული გარემო, არასამუშაო საათებში საინტერესო აქტივობები და ბევრი გართობა!

პოზიციის შესახებ: ვეძებთ პროაქტიულ და მოტივირებულ გუნდის წევრს, რომელიც ორიენტირებული იქნება მომხმარებელთან კომუნიკაციასა და პროდუქტის შეთავაზებაზე.

ძირითადი მოვალეობები

** გაყიდვების სრული პროცესის მართვა, დაკონტრაქტება
** მომხმარებელთან მაღალი ხარისხის სატელეფონო და პირისპირ კომუნიკაციის დამყარება
** მომხმარებელთან შეხვედრებზე გასვლა პრობლემური საკითხების იდენტიფიცირებისთვის
** პოტენციური მომხმარებლისთვის ინდივიდუალური, მათ საჭიროებაზე მორგებული შეთავაზების მომზადება
** პროცესებისა და ინფორმაციული ნაკადების სწორი მართვა და პროგრამული აღრიცხვა
** ახალი მომხმარებლების მოზიდვისა და დაინტერესების გზების შემუშავება გრძელვადიანი პარტნიორობის მისაღწევად
** პროდუქციის წარდგენა, პრეზენტირება

სასურველია:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1+ წლიანი გამოცდილება
** სატელეფონო კომუნიკაციის გამოცდილება
** შიდა პროგრამაში მუშაობისა და ცვლილებების ასახვის გამოცდილება
** იყო კომუნიკაბელური და გუნდური მუშაობის მოყვარული

რას გთავაზობთ ჩვენ:

** სამუშაო დრო: 10:00-18:00 საათი, დასვენების დღე: შაბათ-კვირა
** მდებარეობა: თბილისი, გიორგი დანელიას 23 (ნაფეტვრების ასახვევი)
** ენები: ქართული, ინგლისური

რეზიუმეს ასატვირთად ეწვიეთ ბმულს

გაცნობებთ, რომ "სითიქომში" შენი პერსონალური მონაცემების გადმოგზავნით ნებას გვრთავ, რომ შენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დავამუშაოთ, გავუზიაროთ მესამე პირ (ებ)საც და შევინახოთ ის კანონით განსაზღვრული ვადით. მონაცემების დამუშავება ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ დავადგინოთ შენი კანდიდატურის შესაბამისობა ჩვენ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე