Робота для біженців з України
სასტუმროს და რესტორნის სუპერვაიზერი - თელავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასტუმროს და რესტორნის სუპერვაიზერი
მომწოდებელი: Communal Company
გამოქვეყნდა: 05 სექტემბერი / ბოლო ვადა: 05 ოქტომბერი
კომპანია "Communal Company" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს და რესტორნის სუპერვაიზერის პოზიციაზე.

დამსაქმებელი: შპს ჰოსფითალითი ოპერატორი
ქალაქი: თელავი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღალი ხარისხის მომსახურების დანერგვა და მონიტორინგი;
** საოპერაციო პროცედურების განსაზღვრა, დანერგვა და კონტროლი;
** დაქვემდებარებული პერსონალის მართვა. ყოველდღიური საქმიანობის უშუალო ზედამხედველობა და შემდგომ შეცდომებსა და მის გამოსწორებაზე მუშაობა;
** თანამშრომლების სამუშაო გრაფიკის შედგენა და ცვლის მართვა;
** სტანდარტებით არსებული ჰიგიენური, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ნორმების კონტროლი;
** შემოსავლებისა და ხარჯების მართვა;
** დღიური რეპორტების კონტროლი, სალაროსა და ჩეკების კონტროლი - დახურვის პროცედურების ზედამხედველობა და შესრულება;
** რეზერვაციების კონტროლი;
** სოციალური მედიის მართვა და გამომწერებთან რეაქტიული კომუნიკაციის კონტროლი.

მოთხოვნები:

** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** აუცილებელია MS Office პროგრამების ცოდნა;
** სარესტორნო და სასტუმროს პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
** მომსახურების სფეროში სუპერვაიზერად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** კრიტიკული, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან გასაუბრებას.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: nino@communalcompany.com

ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://communalhotels.com/
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე