Робота для біженців з України
რეგისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო ჰოლიდეი ინნ თბილისი
გამოქვეყნდა: 05 სექტემბერი / ბოლო ვადა: 01 ოქტომბერი
სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ თბილისი" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველ დილით სტუმრების სიის და მათი მოთხოვნების შემოწმება;
** ყოველი ცვლის დასაწყისში პროგრამაში დატოვებული ინფორმაციის შემოწმება;
** ოთახების დასუფთავების დროების სიის დალაგება;
** სტუმართან თავაზიანი შეხვედრა.
** რეგისტრაციის პროცედურის განხორციელება ყველა წესის დაცვით;
** სტუმრის შესახებ არსებული და დამატებითი ინფორმაციის პროგრამაში შეყვანა;
** სტუმრებზე არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა;
** სტუმრების მიერ ანგარიშების დროულად დახურვის უზრუნველყოფა;
** გამსვლელთა სიის ანგარიშების წარმოება რომ სტუმარმა არ დატოვოს სასტუმრო ანგარიშსწორების გარეშე;
** სტუმრისგან საჩივრის მიღების შემთხვევაში მისი გადაჭრის გზების მოძიება და უმოკლეს ვადაში პრობლემის მოგვარების სტატუსის შემოწმება;
** სტუმრებისთვის ინფორმაციის მიწოდება, ქალაქის ღირსშესანიშნაობების შესახებ;
** სტუმრის დახვედრისა და გაცილების უზრუნველყოფა, სასტუმროში და მის გარეთ.

საჭირო უნარები:

** ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დამატებითი სარგებელი:

** პროფესიული განვითარება;
** კონკურენტული ანაზღაურება;
** ტრანსპორტირება ღამის საათებში;
** დაზღვევა;
** კვება;
** სპეციალური ფასი თანამშრომლებისთვის.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 1 ოქტომბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@hi-tbilisi.com.

სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "რუმს ჰოტელს ლაბი", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) 3 (სამი) წლის ვადით, თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე