Робота для біженців з України
ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 05 სექტემბერი / ბოლო ვადა: 05 ოქტომბერი
შპს "აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია", რომლის საკუთრებაშია ქ.თბილისში მდებარე სითი მოლის ორი სავაჭრო ცენტრი და ბიზნეს ცენტრი "სითი თაუერი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #70
სამუშო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** ოფისში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა და შესაბამის განყოფილებასთან გადამისამართება
** კომპანიის შემოსული/გასული კორესპონდენციის წარმოება; საფოსტო გზავნილების მიღება-გადამისამართება
** ოფისში ვიზიტორთა დახვედრა/გადამისამართება და სხვა
** საჭიროებისამებრ ქართული, ინგლისურ და რუსულ ენებზე, ადმინისტრაციული დოკუმენტაციის მომზადება/აღრიცხვა
** საოფისე და სამეურნეო ნივთების მარაგების უზრუნველყოფა
** კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციული მენეჯერის სხვადასხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2-3 წლიანი გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე, ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ მისამართზე: hr@igdevelopment.ge და გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე