Робота для біженців з України
სკოლამდელი განათლების ცენტრის მასწავლებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სკოლამდელი განათლების ცენტრის მასწავლებელი
მომწოდებელი: ბრიტანულ-ქართული აკადემია
გამოქვეყნდა: 05 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
"ბრიტანულ-ქართული აკადემია" 2024-2025 აკადემიური წლისთვის აცხადებს ვაკანსიას სკოლამდელი განათლების ცენტრის მასწავლებლის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ლეო კვაჭაძის 17 (ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია)
სამუშაო განაკვეთი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

** სკოლამდელი განათლების ცენტრის ჯგუფებში კურიკულუმით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელება;
** გაკვეთილების დაგეგმვა და სხვადასხვა აქტივობების განხორციელება წინასწარ შემუშავებული სასწავლო გეგმის მიხედვით.
** კლასგარეშე აქტივობის დაგეგმვა-ჩატარება;
** სასწავლო პროცესში სწავლების თანამედროვე და მრავალფეროვანი მეთოდებისა და სასწავლო მასალების გამოყენება;
** მშობლებთან რეგულარული კომუნიკაცია მოსწავლეთა აკადემიური პროგრესისა და სხვა სასწავლო საკითხების შესახებ;
** სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების აკადემიური მდგომარეობისა და დისციპლინის მონიტორინგი;
** სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების დახმარება აკადემიური, დისციპლინის თუ სხვა პრობლემების გადაჭრაში;
** მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
** პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა და მოსწავლეების მოტივაციის ამაღლება;
** შესრულებული სადამრიგებლო საქმიანობის შესახებ ანგარიშის მიწოდება საფეხურის ხელმძღვანელისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში, პედაგოგიკაში ან მომიჯნავე სპეციალობებში;
** შესაბამის საფეხურზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** შემოქმედებითობა, ახალი იდეებისა და ინიციატივებისათვის მზაობა;
** სწავლების პროცესში მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენების უნარი;
** მზრუნველი და სამართლიანი დამოკიდებულება მოსწავლეების მიმართ.

აპლიკაციის მიღების პროცედურა:

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ ფოსტაზე career@bga.ge, არაუგვიანეს 2024 წლის 30 სექტემბრისა. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "სკოლამდელი განათლების ცენტრის მასწავლებელი". გასაუბრებაზე დაბარებული იქნებიან მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციისა და უნარების მქონე კანდიდატები.

ბრიტანულ-ქართული აკადემიისთვის, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის მნიშვნელოვანია ბავშვთა და მოზარდა ინტერესების დაცვა. უსაფრთხო შერჩევის პროცედურის უზრუნველსაყოფად პოზიციით დაინტერესებული ნებისმიერი კანდიდატი ვალდებული იქნება წარმოადგინოს ყოფილი დამსაქმებლისგან სარეკომენდაციო ცნობა/წერილი, ასევე სხვა საჭირო დოკუმენტები, მათ შორის შრომის კოდექსით გათვალისწინებული ცნობები ნასამართლობის შესახებ.

ვაკანსიაზე განაცხადის შემოტანით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია, რომელიც ჩვენი კომპანიის მიერ დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ორგანიზაცია იტოვებს უფლებას შეინახოს და დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური მონაცემები, მიღებიდან 1 წლის განმავლობაში, შემდგომი დასაქმების შეთავაზებებისთვის. თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.

 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე