Робота для біженців з України
აღმასრულებელი მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აღმასრულებელი მენეჯერი
მომწოდებელი: Special Machinery Georgia
გამოქვეყნდა: 05 სექტემბერი / ბოლო ვადა: 05 ოქტომბერი
კომპანია "SMG"-ი 2018 წლიდან წარმატებით ახორციელებს სპეცტექნიკის, მისი სათადარიგო ნაწილების, სამშენებლო დანიშნულების საშუალო და მცირე ზომის დამტვირთველების, ასევე ციცხვების და აგრეგატების, სასოფლო-სამეურნეო მანქანების, ავტობუსების და მოპედების იმპორტს და დისტრიბუციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.

გარდა ამისა, ჩვენი კომპანია მომხმარებელს სთავაზობს რეალიზებული პროდუქციის თანმდევ სერვისს - ავტოტექმომსახურების სრულ ასორტიმენტს, უმაღლესი და მხოლოდ ევროპული ხარისხის საცხებ -საპოხ მასალებთან ერთად.

ჩვენ მუდამ ვზრუნავთ გუნდის წევრების აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ უმაღლესი სტანდარტის მომსახურება.შესაბამისად, კომპანიაში მუშაობა სწრაფი ტემპითა და მკაცრად განსაზღვრული დედლაინებით მიმდინარეობს, რისთვისაც შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება: თვითდისციპლინა, ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მართვის უნარი.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.smggroup.ge/

"SMG" - ზრუნვა მომხმარებელთა კმაყოფილებაზე!

პოზიციის დასახელება: აღმასრულებელი მენეჯერი
სამუშაო მდებარეობა: თბილისი, მ. გახოკიძის 4. (სათაო ოფისი)
სამუშაო გრაფიკი: სრული.

სამუშაოს მოკლე აღწერა:

** სპეცტექნიკისა და მისი სათადარიგო ნაწილების გაყიდვების მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება, ხელმძღვანელობა განხორციელებაზე ზრუნვა;
** ორგანიზაციის კომერციული ინტერესის შესაბამისად სამომავლო ხედვის განვითარება ახალი ბაზრების ათვისების, პროდუქტებისა და სერვისების გაუმჯობესების კუთხით;
** პოტენციურ და არსებულ მომხმარებლებთან მუდმივი კომუნიკაცია, საჭიროების შემთხვევაში შეხვედრა და მოლაპარაკებების წარმოება;
** პოტენციური მომხმარებლების ბაზის შექმნა და ამ მონაცემების ეფექტურად გამოყენება;
** მომხმარებლებისთვის, როგორც საცალო ასევე საბითუმო შეთავაზებების მომზადება, წარდგენა ეფექტიანობის გაზრდაზე ზრუნვა; მათ შორის მაღალი წნევის შლანგების კატალოგების ფორმირება, პოტენციურ მომხმარებლებთან შეთავაზება, გაყიდვების მონაცემების ზრდა;
** ბრენდის განვითარების მიზნით სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება,
** მომხმარებლის მიერ დაყენებული მოთხოვნის/პრობლემის იდენტიფიცირება, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან გადამისამართება და მოთხოვნის დროული შესრულების მონიტორინგი;
** დაქვემდებარებული განყოფილებების სამუშაო პროცესების ოპტიმიზაცია, მათ შორის გაყიდვების კონსულტანტების შესრულებული სამუშაოს პროცესების მართვა/ ზედამხედველობა;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება;
** ასევე გაყიდვების რეპორტის მომზადება და უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა წინასწარ
** განსაზღვრული პერიოდულობით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების საშუალოზე მაღალ დონეზე ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტუნარიანი სახელფასო რეინჯს;
** ზრდად კომპანიას, დინამიკური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
** სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელმისამართზე: cv@smotors.ge. სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.

კომპანია "SMG"-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე