Робота для біженців з України
მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: სმოტორსი
გამოქვეყნდა: 05 სექტემბერი / ბოლო ვადა: 05 ოქტომბერი
"სმოტორსი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის თანამდებობაზე.

სამუშაო მდებარეობა: თბილისი, მ. გახოკიძის 4 (სათავო ოფისი)
სამუშაო გრაფიკი: სრული

კომპანიის შესახებ:

კომპანია "SMotors"-ი 2001 წლიდან წარმატებით ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, სპეცტექნიკის, სასოფლო-სამეურნეო მანქანების, ავტობუსების და მოპედების იმპორტს და დისტრიბუციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.

გარდა ამისა, ჩვენი კომპანია მომხმარებელს სთავაზობს რეალიზებული პროდუქციის თანმდევ სერვისს - ავტოტექმომსახურების სრულ ასორტიმენტს, უმაღლესი და მხოლოდ ევროპული ხარისხის საცხებ -საპოხ მასალებთან ერთად.

ჩვენ მუდამ ვზრუნავთ გუნდის წევრების აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ უმაღლესი სტანდარტის მომსახურება.შესაბამისად, კომპანიაში მუშაობა სწრაფი ტემპითა და მკაცრად განსაზღვრული დედლაინებით მიმდინარეობს, რისთვისაც შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება: თვითდისციპლინა, ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მართვის უნარი.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.smotors.ge/

"SMotors" - ხარისხი დეტალებშია!

სამუშაოს მოკლე აღწერა:

** მარკეტინგული აქტივობების მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება, ხელმძღვანელობა განხორციელებაზე ზრუნვა;
** სოციალური მედიის სტრატეგიის შექმნა და შესრულების პროცესის მართვა;
** სარეკლამო და მარკეტინგული ქსელის აწყობა და მართვა;
** მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების, ფასდაკლებების, მარკეტინგული ღონისძიებების სიახლეებისა და სამომავლო პროექტების შესახებ მომხმარებელთა ინფორმირების ზრდა; მათ შორის ფოტო და ვიდეო გადაღების უზრუნველყოფა და მედია საშუალებების, სოციალური ქსელებისა და ვებგვერდის მეშვეობით გავრცელება;
** სტრატეგიის მიხედვით, შეთავაზებებისა და აქტივობების შემუშავება არსებული მომხმარებლებისა და მიზნობრივი ჯგუფებისათვის;
** კომპანიისა და ბრენდის პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებული სხვადასხვა ღონისძიების ფარგლებში, შესაბამისი ინტერვიუების, ბრიფინგების, პრესკონფერენციების, საჯარო შეხვედრებისა და სხვა აქტივობების დაგეგმვა და ორგანიზება;
** ციფრული მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა, სარეკლამო სააგენტოებთან ურთიერთობა, ისევე როგორც მარკეტინგული და სარეკლამო მასალების შეკვეთა, ბეჭდური მასალების დიზაინის შემუშავება და/ან რედაქტირება გრაფიკულ დიზაინერთან ერთად;
** გარე/შიდა კორპორაციული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
** სოციალური მედია არხების -Facebook, Instagram, Linkdin მართვა, სარეკლამო კამპანიების შემუშავება და გაშვება, მათი ეფექტურობის შეფასება;მათ შორის სოციალური არხების საშუალებით მომხმარებელთან კომუნიკაცია;
** სარეკლამო განცხადებებისთვის კრეატიული ტექსტების შექმნა სტატიკური თუ დინამიკური პოსტებისთვის (Copywriting);
** საიტის მართვა, ინფორმაციის დამუშავება, ვებგვერდის ფუნქციონალის და კონტენტის განახლება და განვითარება, საიტის ვიზუალური სტილის შემუშავება და მართვა.
** სოციალური ქსელების და საძიებო სისტემების ანალიტიკა, ციფრული არხების საშუალებით გაყიდვების მაჩვენებლის ზრდა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების/მარკეტინგის, ან მონათესავე სფეროებში)
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ციფრული და სოციალური მედია პლატფორმების მართვის ცოდნა;
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** კრეატიული და გონება გახსნილი აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** მაღალი ემოციური ინტელექტი.

ჩვენ გთავაზობთ:

** ზრდად კომპანიას, დინამიკური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
** სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელმისამართზე:
info@smotors.ge. სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.

კომპანია "SMotors"-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე